
ევრობასკეტის წინ, საქართველოს ნაკრებმა ბოლოჯერ ითამაშა. ბრეშაში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ოთხი, თითქმის იდენტური მეოთხედი ჩაატარა, რომელთაგანაც ორი მოიგო (მეორე 18-19 და მესამე 23-25). აქედან, მესამე მეოთხედის ბოლოს ჩვენმა გუნდმა მოახერხა და ტაბლოზე ანგარიში გაათანაბრა 66-66. თუმცა, შეხვედრა 91-84 წავაგეთ.
მატჩის საერთო მიმდინარეობით, იტალიის ნაკრები მეოთხედების ბოლოში უმატებდა და შესაბამისად, მატჩის გამარჯვებამდე მიყვანაც მოახერხა. ძირითადად, მასპინძლებმა პერიმეტრიდან ჩაგდებული ქულებით დაგვჩაგრეს. ისინი უბრალოდ, ბევრს ისროდნენ (38 მცდელობა) 3-ქულიანი ზონიდან და 16-ჯერ მიაღწიეს მიზანს. აქვე, შედებისთვის, ჩვენ 28 მცდელობიდან მხოლოდ, 12 სამქულიანი ჩავაგდეთ. თუმცა, ამ მხრივ, იტალიის ნაკრებთან პროცენტული მაჩვენებელი 8 მეასედით ჩვენი უკეთესიც კი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ, ჩვენი არჩავარდნილები გვადარდებს, რადგან საერთო ჯამში, ბოლო თამაშები მაქვს მხედველობაში, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია.
აქ, ალბათ აღსანიშნავია, რომ ქართველთა გუნდმა, რანდენიმე დღით ადრე განცდილი დანაკლისის შემდეგ, თორნიკე შენგელიას გარეშე პირველად ითამაშა. ჩვენს ნაკრებს გადასალახი, ლიდერის გარეშე თამაშის ფაქტორი ჰქონდა, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ კარგად მოახერხა. გეგმა „ბ"-მ მუშაობა დაიწყო და ახალ რელსებზე გადართვა, ზუროსის გუნდს საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მოუხდა. თუმცა, ევრობასკეტამზე დარჩენილ საკმაოდ მცირე დროში, ჩვენებს ალბათ, ემოციების მართვის გაძლიერება მოუწევთ - ეს დღეს, მათ თამაშს ემჩნეოდა.
ევრობასკეტისთვის, ჩვენი აზრით, გიორგი შერმადინი და სანდრო მამუკელაშვილი მოუმატებენ. დღეს კი, აქცენტი გოგა ბითაძეზე კეთდებოდა. ის, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო 19 ქულით, 13 მოხსნით და 2 დაფარებით. მიუხედავად იმისა, რომ თად მაკფადენს ბევრი სროლა არ წაუვიდა, მან 4 სამქულიან, თან კრიტიკულ მომენტში, მაინც ჩააგდო და გუნდს 16 ქულა მოუტანა. შერმადინის ანგარიშზე მხოლოდ, 12 ქულაა. დუდა სანაძისაზე 11. ფორმაში შედის გიორგი ცინცაძეც, რომელმაც 8 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საკმაოდ ავანტიურისტულად გამოიყურება პარკეტზე, კახაბერ ჯინჭარაძე, რომელმაც მართალია, სართო ჯამში 10 წუთამდე ითამაშა, თუმცა, ფარისკენ სამჯერ ისროლა და ორი ზუსტად, აქედან ერთი სამქულიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონიათ, იმ მონაკვეთში, რაც მათ პარკეტზე დაჰყვეს, „საქმეც გააკეთეს" ბექა ბურჯანაძემ და ბექა ბექაურმა. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ყველამ, ვისაც ამ დღეს, ზუროსმა თამაშის საშუალება მისცა (მხოლოდ მიხეილ ბერიშვილს არ უთამაშია), შენგელიას გარეშე მონახაზში, საქმეში დაინახა თავისი ადგილი.
ფოტო: @FIBA





ჩვენ








