პირველი მატჩში, კაპიტნის გარეშე
პირველი მატჩში, კაპიტნის გარეშე
28.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„თოკოს როლი უნიკალური იყო, ამიტომაც ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია. თოკოს ძალიან უყვარს ეროვნული ნაკრები, წლებია მისთვის ბოლომდე იხარჯება. მისნაირი კალათბურთელი არც ისე ბევრია. რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩემი კალათბურთელების მჯერა", - ამბობს თამაშის შემდეგ ილიას ზურისო.


გუშინ, საქართველოს ნაკრებმა ბრეშაში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ  91-84 წააგო. ამ შეხვედრაში არ უთამაშია ტრავმირებულ თორნიკე შენგელიას, რომელიც გუნდთან ერთად იტალიაში, ექიმების ვერდიქტის მოლოდინშია. თამაშს კი, ტრიბუნიდან უყურებდა.


„თავები მაღლა, თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთ, გამარჯვებამდე ძალიან მცირედი დაგაკლდათ, რაც მომავალ დღეებში უნდა გამოვასწოროთ და ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ", - იტყვია მატჩის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსი, საქართველოს ნაკრების გასახდელში „შემდეგი ჩვენი მეტოქე ბელგიაა და ჩვენ ფავორიტები ვართ, რადგან ევრობასკეტს შინ ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი არის ჯგუფიდან გასვლა და ბერლინში, პლეი ოფის თამაში. თქვენ ძალიან კარგები იყავით დღეს და დამიჯერეთ, დიდი ამბების დატრიალება შეგიძლიათ".


ილიას ზურუსმა „სახლში" თამაშის ფაქტორზე ნიდერლადებთან გამარჯვების შემდეგაც ისაუბრა და „ფულ ჯიმი" - სავსე დარბაზი მოითხოვა, რაც საქართველოს ნაკრების წარმატებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.




„ვამაყობ ჩვენი გუნდით. წავაგეთ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ. ევრობასკეტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გუნდის კაპიტანი დავკარგეთ. ცუდია, რომ ტრავმები მოხშირდა, ახლა ამ თამაშში გალინარი დაშავდა. არც ისე კარგი იდეაა, ევრობასკეტის წინ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების დანიშვნა... თუ ასე ვითამაშებთ, ევრობასკეტზე შანსი გვექნება", - ამბობს ზურუსი. მისი გუდნი, ახლა მსოფლისო 2023 წლის შესარჩევ ჯგუფში მე-4 ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ ისლანდიის ნაკრებს, რომელთანაც თუკი, მსოფლიოზე გვინდა თამაში, ორივე მატჩის მოგება გვმართებს.


 

ფოტო: @FIBA