
2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი - ასეთია საქართველოს ჭაბუკ (კადეტები) ძიუდოისტთა მონაგარი მსოფლიოს ჩემპიონატზე, რამაც ჩვენს გუნდს, სარაევოში დასრულებულ ტურნირზე, ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილის დაკავების საშუალება მისცა.
მსოფლიო ჩემპიონობი გახდნენ დავით ქარელმა (-60 კგ) და საბა სამადაშვილმა (-66 კგ). აღსანიშნავია, რომ ქარელმა, ფინალამდე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. დაამარცხა პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი, ყაზახი და აზერბაიჯანელი თანატოლები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი, ფრანგ კელვინ რეისი იპონით დაამარცხა. რაც შეეხება სამადაშვილს, ის, ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაება. ჯერ საუდის არაბეთის, ყაზახეთის, იტალიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი, უზბეკ შოჰჯახონ ოტაბოევს იპონით მოუგო.
-73კგ წონით კატეგორიაში ვერცხლისმედალოსანი ლუკა ჯავახიშვილი გახდა. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალს გიორგი მიშველძე დაეუფლა.
კიდევ ერთ წონით კატეგორიაში, -55კგ-ში, ქართველების ანგარიშზე 2 მედალია. საბა საბაშვილმა და დავით ლომიტაშვილმა, სარაევოში, ბრინჯაოს მედლები მიიღეს.
ხვალ, შერეული გუნდური ასპარეზობის დღეა.
ფოტო: @IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი





ჩვენ








