
ორი დღის მანძილზე, ლისის ტბის მიმდებარედ, თბილისის იპოდრომზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კონკურში. ასპარეზობა ორივე საასპარეზო დღეს, ორ სასიმაღლო დისციპლინაში ჩატარდა. როგორც პირველ ასევე მეორე დღეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები პირველ და მეორე კონკურებში.
პირველი კონკურისას მხედრების დასაძლევი სიმაღლე 115-125 სმ ბარიერები იყო. 27 აგვისტოს სტარტი 13 მხედარმა აიღო, თუმცა, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ხტომები გახდა საჭირო. აქ, უკვე ძალები ოთხმა სპორტსმენმა სცადა. 445 მეტრზე 7 ნახტომი, საუკეთესო დროში, 60'07'' გურამ ვეშაპიძემ ცხენით „ტალური" დაფარა. აღსანიშნავია, რომ საპრიზო კვარხლბეკზე გასულმა სპორტსმენებმა, დამატები ხტომებისას დისტაცნიაც 4-4 საჯარიმო ქულით დაასრულეს.
| ადგილი - გურამ ვეშაპიძე (ტალური) 60'72''
|| ადგილი - გურამ ჩხარტიშვილი (ჰამლეტი) 62'07''
||| ადგილი - შალვა გაჩეჩილაძე (ლოლა) 67'35''
მეორე კონკურში მონაწილეობის განაცხადი ექვსმა მხედარმა გააკეთა, თუმცა, სტარტზე მხოლოდ ოთხი გამოვიდა. 125-135 სმ სიმაღლის 10 ბარიერის დასაძლავი საორიენტაციო დრო 90 წამი იყო (552 მ დისტანციაზე). აქ საუკეთესო შედეგი რუსუდან ფიცხელაურმა აჩვენა ცხენით „კობზონი" - 79'30'', რომელმაც დისტანცია საჯარიმო ქულების გარეშე დაფარა.
| ადგილი - რუსუდან ფიცხელაური (კობზონი) 79'30''
|| ადგილი - შალვა გაჩეჩილაძე (მოდესტი) 80'20''
||| ადგილი - გეგი მეტონიძე (კვინტესი) 91'57'' (4 საჯარიმო ქულა)
ორი კონკური გაიმართა 28 აგვისტოსაც. პირველ კონკურში (ბარიერის სიმაღლე 115-125 სმ, მანძილი - 640 მ, საპრიენტაციო დრო - 110 წმ, წინაღობა - 12). უშუალოდ ასპარეზობის დაწყებამდე ორმა სპორტსმენმა მონაწილებაზე უარი განაცხადა, ათმა კი, მედლების კომპლექტი გაითამაშა.
| ადგილი - გიორგი ქანთარია (მელომანი) 101'95''
|| ადგილი - შალვა გაჩეჩილაძე (დარიუსი) 100'58'' (4 საჯარიმო ქულა)
||| ადგილი - ნიკა ხაბაძე (ბელე) 91'57'' (4 საჯარიმო ქულა)
მეორე კონკურში (ბარიერის სიმაღლე 125-135 სმ, მანძილი - 640 მ, საპრიენტაციო დრო - 110 წმ, წინაღობა - 12). აქ, რეგისტრაცია ისევე, როგორც ასპარეზობის პირველ დღეს, 6 მონაწილემ გაიარა, თუმცა, სტარტზე მხოლოდ ოთხი გავიდა. აქ, საუკეთესო, შალვა გაჩეჩილაძე იყო ცხენით „მოდესტი". სპორტსმენმა დისტაცნია 98'93'' წამში, საჯარიმო ქულების გარეშე დაფარა.
| ადგილი - შალვა გაჩეჩილაძე (მოდესტი) 98'93''
|| ადგილი - გეგი მეტონიძე (კვინტესი) 95'19'' (8 საჯარიმო ქულა)
||| ადგილი - რუსუდან ფიცხელაური 96'04'' (8 საჯარიმო ქულა)
საერთო ჯამში ასპარეზობის ორი დრეს საქართველოს ჩემპიონატში 20-ზე მეტმა მხედარმა მიიღო მონაწილეობა.
მეორე საასპარეზო დღის მეორე კონკურის ალბომი.





ჩვენ








