1 სექტემბერს ქალთა ეროვნული ბოლო შესარჩევ მატჩს გამართავს
1 სექტემბერს ქალთა ეროვნული ბოლო შესარჩევ მატჩს გამართავს
29.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე საქართველო მინიმუმ 2 კვირით საკალათბურთო ფერხულში, ევრობასკეტი 2022-ში  ჩაერთვება, გეტყვით, რომ 1 სექტემბერს, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩაატარებს. შეხვედრა, თბილისის დროით 20:00 დაიწყება და მისი ხილვა, გულშემატკივარს, რომელიც თამაშს გორში ვერ დაესწრება, სფფ-ს Youtube არხით მოახერხებს უყუროს.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ნაკრებს, მომდევნო ეტაპზე გასვლის აღარანაირი შანსი აქვს, ჯგუფის ბოლო შეხვედრა სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოსამზადებელ პერიოდში ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშის საშულება ორ ახალწვეულს აქვს - ანა წულაიას ხობის „კოლხეთიდან" და ანა პავლიაშვილს „ნორჩი დინამოდან". ამას გარდა, ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში გადახალისებელი შემადგენლობით ასპარეობს, კიდევ ერთი საერთაშორისო თამაშის გამოცდილება შეემატება.


სლოვაკეთთან შეხვედრისთვის, გიორგი ჩხაიძის გუნდი, 25 აგვისტოდან, 22 ფეხბურთელის შემადგენლობით სფფ-ს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.


მეკარე: თათია გაბუნია („ლანჩხუთი", საქართველო), თეონა სუხაშვილი („ლანჩხუთი", საქართველო), ეკა თაბაგარი („კოლხეთი" ხობი, საქართველო)


დაცვა: თამარ ქველიძე ('ეტლინგვაიერი", ეტლინგენი, გერმანია), სოფო ნარსია („ლანჩხუთი", საქართველო), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი", საქართველო), ნინო გუჯაბიძე („ლანჩხუთი", საქართველო), ანა ჯოჯუა („დინამო" სოხუმი, საქართველო), მეგი ეჯიბია („დინამო", სოხუმი, საქართველო), მაიკო ბებია („სამეგრელო", ჩხოროწყუ, საქართველო)


ნახევარდაცვა/შეტევა: ანა წულაია („კოლხეთი" ხობი, საქართველო), ნინო პასიკაშვილი („დინამო" სოხუმი, საქართველო), ტატიანა მატვეევა („ქარაგუმრუქი", თურქეთი), ანა ჩემინავა („სოგდიანა", ჯიზახი, უზბეკეთი), ნათია დანელია („კვარტალი", თბილისი, საქართველო), ანა პავლიაშვილი („ნორჩი დინამო", თბილისი, საქართველო), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი", საქართველო), თეონა ბაქრაძე („ლანჩხუთი", საქართველო), ნათელა წოწერია („ლანჩხუთი", საქართველო), ხატია ჭყონია („ლანჩხუთი", საქართველო), ლელა ჭიჭინაძე („დინამო" სოხუმი, საქართველო) ეთერ სულაშვილი („ლანჩხუთი", საქართველო)


შესარჩევნი ციკლის ბოლო შეხვედრაში გუნდთან ერთად ტრავმის გამო არ იქნებიან ნინო სუთიძე, ანასტასია ბოლქვაძე და თეონა თოდაძე.