საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მარცხით დაიწყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მარცხით დაიწყო
29.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების დღეიდან ხორვატიაში მიმდინარე, ევროპის რიგით 35-ე ჩემპიონატში ოფიციალურად ჩაერთო. სპლიტში, ჩვენმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა დღეს, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 11-14 (3-5, 2-4, 3-4, 3-1) დამარცხდა.


მონტენეგროელებმა, პირველ პერიოდში მოახერხეს კომფორტული უპირატესობით 2 ბურთით მოგება, იგივე გააკეთეს მეორე მეოთხედშიც და დიდ შესვენებაზე, უკვე 4 ბურთით იყვნენ წინ. მიუხედავად იმისა, რომ დეიან სტანოიევიჩის გუნდი დარჩენილ დროში ყველანაირად შეეცადა ვითარების გამოსწორებას და ბოლო პერიოდი მოიგო კიდეც, საერთო გამაჯვებისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.


საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი მარკო ელაჩა იყო, რომლის ანგარიშზეც 5 გოლია. 3 გოლი გაიტანა ბორის ვაპენსკიმ, ხოლო თითო ნიკა შუშიაშვილის, ივან სარიჩისა და ანდრია ბითაძის ანგარიშზეა.


საქართველოს ნაკრები ჯგუფში მონტენეგროს, იტალიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად თამაშობს. მომდევნო შეხვედრას, ჩვენი გუნდი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 2 სექტემბერს კი, 12:30 სლოვაკეთ დაუპირისპირდება. შეხვედრებს, საქართველოს საზოგადოებრივი მაწუყელებლი პირველი არხით გადმოსცემს.



ფოტო: @35th LEN European Water Polo Championship - Split2022