მეორე ბექა ავსტრალიურ „ნიუქასელ ჯეტს“-ში
მეორე ბექა ავსტრალიურ „ნიუქასელ ჯეტს“-ში
30.08.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ბექა დარცმელია კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს. „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში მეორე თბილისური კლუბის, „ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა შორეულ კონტინენტზე მალე გაემგზავრება. თუმცა, მისმა ახალმა კლუბმა, „ნიუქასელ ჯეტს"-მა ქართველ ფეხბურთელთა გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, უკვე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება.

„22 წლის ნახევარმცველი, „ჯეთს" რამდენიმე წლიანი კონტრაქტით შემოუერთდა. დარცმელია თავის ქვეყანას 21-წლამდე ნაკრებში წარმოადგენს და გააქვს გოლები. „ჩვენ, მოხარულები ვართ კლუბში დაცრმელიას დონის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმებით. ის არის საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები კაპიტანი, ისევე, როგორც მის კლუბში იყო. ის, არის მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელი, რომელსაც დამუშავებული საჯარიმო დარტყმები აქვს და ამავე დროს არის კრეატიული დამაგვირგვინებელ ფაზაში.  Newcastle Jets-ში მას მოუთმენლად ველით" - ამბობს კლუბის მენეჯერი არტურ პაპასი.


საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშებაში, ბექა დარცმელიას, მიმდინარე სეზონში ელიგის 21 თამაში აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბექა მიქელთაძის შემდეგ მეორე ქართველი იქნება „ნიუქასელ ჯეტს"-ის შემადგენლობაში, ავსტრალიაში მალე გაემგზავრება.


„ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ახლა სამუშაო ვიზას ველოდები და ეგრევე გავემგზავრები", - ამბობს ბექა დარცმელია TSFF.Ge-სთან საუბარში.


ავსტრალიაში, 2022-2023 წლების სეზონი ოქტომბრიდან იწყება. ასე, რომ ქართველს, ახალ კლუბთან შესაგუებლად, საკმარისი დრო ექნება.