
ევრობასკეტი 2022-ის თბილისური ჯგუფის კიდევ ერთი ფავორიტი თურქეთის ნაკრებია, რომელმაც „თბილისი არენაზე" ვარჯიში, ცოტა ხნის წინ დაასრულა. შემდეგ კი, გუნდის მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი და მელიჰ მაჰმუთოლუ თურქეთიდან ჩამოსული მედიის წარმომადგენლებს შევხდა. თბილისში ჩამოსვლამდე, ერგინ ათამანის გუნდმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფის ორი შეხვედრა წააგო, რიგაში, ლატვიასთან 111-85 და სულ ბოლო, სტამბოლში, სერბეთის უძლიერეს გუნდთან, 72-29. შესაძლოა, გამომდინარე აქედან, თურქები თბილისში, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ფრიად მოკრძალებულ, თუმცა, მაინც ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებენ ჯგუფიდან გასვლის თაობაზე.
„პირველი თამაში ყოველთვის რთულია. ვიცით რომ მონეტენგრო კარგი გუნდია და მისი არდაფასება არ შეიძლება. ჰყავს 3 წამიან ზონაში მოთამაშე კარგი კალათბურთელები დუვლიევიჩი, სიმონოვიჩი, რადოვიჩი. ასევე გამოცდილი მოთამაშეები პერიმეტრს მიღმა მიჰაილოვიჩი, პოპოვიჩი. რა თქმა უნდა, მათი მოსამზადებელი თამაშები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისას ნანახი გვაქვს. საკმაოდ შთამბეჭდავი თამაშები იყო, თუმცა, ჩვენც სერიოზულად მოვემზადეთ" - ამბობს ერგინ ათამანი.
თუქრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ მისი გუნდი ევრობასკეტი 2022-სთვის მზად არის. თვლის რომ ზემოთხსენებული მარცხის მიუხედავად, სადაც ამ მომენტისთვის საუკეთესო გუნდებს ეთამაშა, მისი გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოემზადა და ჟურნალისტის შეკითხვაზეც, მზად არის თუ არა თუქრეთი, ავიდეს უმაღლეს საფეხურზე უპასუხა: „ჯერ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ. ვიცით, რომ კარგი შემადგენლობა გვყავს. ვიცი ჩემი გუნდის შესაძლებლობები და ვეცდებით საუკეთესო შედეგის მიღწევას. რა თქმა უნდა დიდი ხანია, შესაძლოა 20 წელი კი, რაც თურქეთის ეროვნულ გუნდს, არ ჰქონია წარმატება ევროსარბიელზე, მაგრამ ახლა, შევეცდებით ამის გაკეთებას", - ამბობს ათამანი.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მეზობელი და ევრობასკეტი 2022-ზე საქრათველოს პარტნიორი ქვეყნის მედიაც და გუნდიც იმედოვნებს, რომ თუ სასტარტო შეხვედრას კარგად დაიწყებენ, გაგრძელებაც კარგი იქნება. აქ, გუნდის მთავარი მწვრთნელი თურქულ მედიას სთხოვს ერთ რამეზე შეთანხმდნენ - სერბეთთან თამაშით საბოლოო დასკვნები არ გააკეთონ. იქ დაშვებული შეცდომებიც გავაანალიზეთ და იმ თამაშშივე დაბრუნება მოვახერხეთო ( სერბეთთან თამაშში მეოთხედები ასე განვითარდა 11-26, 17-21, 27-18, 17-14). ყველა მატჩში ხასიათის გამოჩენას კი, ახლა, თბილისში შეეცდებიან.
„ყველა გუნდს ვუსუწრვებ წარმატებას და რაც მთავარია ტრავმების გარეშე. საკმაოდ დატვირთული განრიგი გვაქვს, მაგრამ პირველი თამაში, კარგი გუნდის წინააღმდეგ გვაქვს და მზად უნდა ვიყოთ საბრძოლოდ. ჯერ პირველი შეხვედრა უნდა ვათამშოთ, რომელიც ყოველთვის რთულია და შემდეგ უნდა ვფიქროთ მომავალ თამაშებზე", - ამბობს მელიჰ მაჰმუთოლუ.
ევრობასკეტის გახსნით შეხვედრას, თურქეთის ნაკრები, ხვალ, 1 სექტემბერს მონტენეგროს წინააღმდეგ „თბილისი არენაზე" 18:15 წუთზე ითამაშებს.





ჩვენ












