
31 აგვისტოს, სტარტი აიღო რუმინეთის ნაციონალურმა სახელბურთო ლიგამ. ლიგაში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლის პირველ - მეოთხე ადგილოსანი გუნდები ევროპულ ტურნირებში კვალიფიცირდებიან, ხოლო ბოლო ოთხი გუნდიდან, ორი პირდაპირ ვარდება, ორი კი ქვედა ლიგის შესაბამის ორ გუნდთან არკვევს მომდევნო სეზონის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობის უფლების მქონე ორ გუნდს.
ქალაქ სუჩავას გუნდ "უნივერსიტატში" ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ირაკლი კბილაშვილი, რომლის გუნდმა გუშინ, თავისი პირველი შეხვედრა გამართა სტუმრად რუმინეთის სამ გზისა და EHF-ის თასის მფლობელ ბაია მარეს "მინორთან" და 28-30 გაიმარჯვა.
ირაკლიმ თამაშის ძირითადი ნაწილი მოედანზე დაყო და გუნდს მოგებაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა.
სუჩავა რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უძველესი ქალაქია, რომლის სახელბურთო გუნდი "უნივერსიტატი" 2002 წლიდან არსებობს და საუკეთესო შედეგი 2011 წელს დააფიქსირა, როდესაც ჩემპიონატი მესამე ადგილით დაასრულა.
წარმატებები ვუსურვოთ ირაკლის ახლად დაწყებულ სეზონში, როგორც კლუბში, ასევე, განსაკუთრებით, ეროვნული ნაკრების მოახლოებული მატჩებისას.





ჩვენ








