
ცოტა უცნაური და ფიბა-ს ორიგინალური მარკეტინგული გადაწყვეტილებებით, (განხვავებით უეფა-სგან, რომელსაც 1 კვირით ადრე, ყველა დეტალი საორგანიზაციო კუთხით გაწერილი აქვს), თუმცა ქართული მხარის უდიდესი მინდომებით, თბილისში ევრობასკეტი 2022 დაიწყო. „თბილისი არენაზე" ევროპის ჩემპიონატი ესპანეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების მატჩით გაიხსნა. პირველი მეოთხედიდან ესპანელებმა მეტოქეს თავისი ადგილი მიჩუნეს და თითქმის უბრძოლველად მოიგო ყველა მეოთხედი (28-17, 29-18, 32-31, 25-21 ) და მატჩიც, ანგარიშით 114-87. ესპანელთაგან ყველაზე შედეგიანი 17 ქულით ლორენცო ბრაუნი იყო. თუმცა, ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი 26 ქულა ბულგარელთა 41-ე ნომერმა, ალეკსანდარ ვეზენკოვმა დააგროვა - 26 ქულა.
ორ გუნდს შორის კლასში სხვაობას გაუსვა ხაზი მატჩის შემდეგ ბულგარელთა მთავარმა მწვრთელმა როსენ ბარჩკოვსკიმ, თავისი გუნდი განსაკუთრებით მოხსნებსა და საერთოდ, დაცვაში ცუდ თამაშში „დაადანაშაულა". ახლა ბულგარელები თურქებთან თამაშშისთვის აპირებენ მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში, 1963 წლიდან მოყოლებული, ეს გუნდები დღეს, მეათედ შეხვდნენ ერთმანეთს. თბილისურ თამაშამდე, მოგებათა სასწორი ესპანელების მხარეს იყო 6/3, დღეს კი, ამ გუნდების მცირე საიუბილეო, მე-7 გამარჯვებმა ესპანელებმა ჩაიწერეს.
სერჯიო სკარიოლო მატჩის შემდეგ იტყვის, რომ მისი გუნდის კარგი დასაწყისი იყო ტურნირზე. ესპანელთა მთავარი მწვფრთნელი თვლის, რომ კომპლექსურად კარგად ითამაშა.
ესპანეთის ნაკრები მომდევნო შეხვედრას, 3 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს.
მატჩის სრული ფოტო-ამბავი





ჩვენ








