თურქებმა მძიმე ბრძოლაში მოიგეს
თურქებმა მძიმე ბრძოლაში მოიგეს
01.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„თბილისი არენაზე" ევრობასკეტი 2022-ის სასტარტო შეხვედრაზე ბევრად დაძაბული და საინტერესო გამოდგა „ა ჯგუფის" მეორე დაპირისპირება. რეალურად ამ შეხვედრაში, ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტები თურქეთისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თითქმის მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით და დაძაბულად მიმდინარეობდა. თურქებს, როგორც ჩანს ბალკანური გუნდების კომპლექსი ჯერ კიდევ გადმოყოლილი ჰქონდათ (რამდენიმე დღით ადრე, მსოფლიოს შესარჩევი წააგეს სერბებთან) და საწყის პერიოდში, ეს აშკარად დაეტყოთ  - ბევრს ნერვიულობდნენ და სროლები არ მისდიოდათ, განსხვავებით, საქართველოსთან, აკროპოლისის თასის დროს გამართული შეხვედრისგან.


ერგინ ათამანის გუნდმა პირველი მეოთხედი, 14-18 წააგო, თუმცა, მეორეში, ალფერენ სენგიუნისა და ნატურალიზებული ამერიკელის შეინ ლარკინის წყალობით 27-13 მოიგო და შესაბამისად, დიდ შესვენებაზე 10 ქულის უპირატესობით გავიდა. თითქოს იქმნებოდა შტაბეჭდილება, რომ თურქებს სანერვიულო არაფერი უნდა ჰქონოდათ, თუმცა, ბოიან დუბლიოევიჩის წყალობით, მოახერხა, რომ ეს მეოთხედი 12-20 მოიგო. თუმცა, თურქებით, ბოლო, დასკვნითი მეოთხედის წინ მაინც 2 ქულით,  53-51 იყვნენ წინ.


მატჩის შემდეგ, მონტენეგროელთა მთავარი მწვრთნელი ბოსკო რადოვიჩი იტყვის, რომ არ იცის, მისმა გუნდმა რატომ ვერ მოიგო.  ამის საპირისპიროდ კი, ათამანი მედიასთან განაცხადებს, მისმა გუნდმა საშინლად ითამაშა და მოგებას არ იმსახურებდა. ათამანი უკმაყოფილი იყო „მაღლების" თამაშით და არ მოეწონა, პერიმეტრიდან აღებული ქულების რაოდენობაც. თუმცა, ამ მხრივ, ევრობასკეტზე, საქართველოს ჯგუფის მეტოქეებმა, თითქმის ერთნაირი პროცენტული მაჩვენებელი დააფისირეს.




კულმინაციური იყო, მატჩის ბოლო მეოთხედი, სადაც, ლიდერიც კი შეიცვალა.  იყო შანსი, ბოლო მეოთხედი მონტენეგროელთა გამარჯვებით დასრულებულიყო, თუმცა, ბოლო წამზე, მატჩის საფინალო სირენასთან ერთად,  ფურქან ქორქმაზის 3-ქულიანი მიზანში მოხვდა და თურქეთმა ეს მეოთხედი 19-17, შესაბამისად შეხვედრა 72-69 მოიგო.


თურქებს შორის, ყველაზე მეტი 18 ქულა შეინ ლარკინმა დააგროვა, რომელმაც განსაკუთრებით, ბოლო მეოთხედში „ამოქოა", ჯედი ოსმანმა, რომელსაც ტრიბუნიდან ახლადშეურთული ებრუ შერინი, თანამედროვე თურქული სერიალების ვარსკვლავი ამხნევებდა, 15 ქულა ჩააგდო, ალპერენ სენგიუნმა, საბოლოოდ 12 ქულა დააგროვა. 20 წლის თურქმა, ბოლო მეოთხედში მოუმატა განსაკუთრებით. მონტენეგროელთა შორის კი, როგორც მოსალოდნელი იყო ბოიან დუბლევიჩი გამოირჩა, მას  18 ქულა, 6 მოხსნა და 21 მქკ ჰქონდა მაჩის ბოლოს.




და ბოლო, მომდევნო შეხვედრას, თუქრეთი საკმაოდ სუსტი ბულგარეთის წინააღმდეგ, 3 სექტემბერს, 18:15 საათზე გამართავს. თურქებს, დიდი ალბათობით, ქომაგთა კიდევ უფრო დიდი გუნდი ეყოლება და მიუხდეავად იმისა, რომ ერგინ ათამანი ამ მხრივ, ბევრს „დარდობს" , თურქებს თბილისში, საქართველოს ნაკრების შემდეგ, ყველაზე მეტი ეყოლებათ. რაც შეეხება მონტენეგროს, ის ბელგიის ნაკრებს, 15:30 საათზე შეხვდება.