
ცუდი სამი მეოთხედი და სპრინტი ბოლოში, რომელშიც „არ გაგვიმართლა" არა, უბრალოდ, გულუხვად გავაჩუქეთ მომენტები. შესაძლოა, ეს შეფასება, ეროვნული ნაკრების სტაფს, მოთამაშეებსა და მათ ახლობლებს არ მოეწონოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია და საკუთარი ეროვნული ნაკრების დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, ეს ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფანებს, რომლებიც დღეს გვიჭერდენ მხარს. სამწუხარდ, წავაგეთ. ძალიან ვეცადეთ, მაგრამ დაცვაში დავუშვით ძალიან ბევრი შეცდომა. არ შევასრულეთ წინასწარ დაგეგმილი ტაქტიკური დავალება. დიდ ენრეგია დავხარჯეთ „ქამბექზე" და ბოლოს, ვერაღ გავწვდით. ეს არის კალათბურთი. შეცდომები ისეჯება. წინ არის კიდვე 4 თამაში. უნდა ვეთამაშოთ ორ ძლიერ გუნდს, რომელიც იბრძვის მედლებისთვის. ბოლო თამაში კი, გვექნება ოპონენტთან, რომელსაც უნდა მოვუგუოთ, თუ, მომდევნო ეტაპზე გვინდა გასვლა" - იტყვის ილიას ზუროსი მატჩის დასრულების შემდეგ.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
დაცვაში დაშვებულ შეცდომებზე, შემდეგ „დაბრუნებაზე", გაამახვილებს ყურადღებას მატჩის დასრულების შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც დღეს, ბევრის აზრით, საუკეთესო იყო ქართველთა ნაკრებში. მოვლენებს წინ გავასწრებ და გეტყვით, რომ „მამუმ" 18 ქულა ჩააგდო და მქკ-ით 29, საუკეთესო იყო ორივე გუნდში. თუმცა, მხოლოდ მამუკელაშვილის გარჯამ, რომელსაც რიგ შემთხვევაში მსაჯებიც არ სწყალობდნენ, ბევრი ვერაფერი შეცვალა. ტრადიციულად, თავი იჩინა დაცვის პრობლემამ, გამონაკლისი იყო, მხოლოდ მეოთხე პერიოდი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მაქსიმალურად მოახერხა პერიმეტრის გადაკეტვა, რამეთუ ბელგიელებმა, სწორედ ამ კომპონენტში, მთელი თამაშის მანძილზე, „სახე აგვახიეს" - 37.5% (12 ზუსტი 32 მცდელობიდან), მაშინ როდესეაც, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 27.6% (29 მცდელობა, 8 ზუსტი) იყო. აქვე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს, სასტარტო მღელვარება იყო და ზუროსი და ბიჭები მომდევნო მატჩებში, ამ კომპონენტს „დაალაგებენ". თუნდაც, ესპანეთთან მატჩში - ბუნებრივია, წინასწარი მოლოდინი გაუმართლებელია, თორნიკე შენგელიას და შესაძლოა გოგა ბითაძის არ ყოფნის გამოც. თუმცა, ესპანეთთან ბოლო შეხვედრას თუ გავითვალისწინებთ, რატომაც არა?
„ამ წუთას ვერაფეს გეტყვით. ვიმედოვნებ, რომ გოგა, მომდევნო თამაშებისთვის კარგად იქნება. ტრავმების თვალსაზრისით, ნაღდად არ გვიმართლებს. მთელი მოსამზადებელი პერიოდი ვმუშაობთ გარკვეულ გეგმებაზე და გადამწყვეტ მიმენტში, არ გვიმართლებს" - ამბობს ზუროსი პრესკონფერენციაზე, რომელსაც კონკრეტული მომენტისთვის არ აქვს ზუსტი ინფორმაცია გოგა ბითაძის ტრავმის სირთულეზე. აქვე ერთი გადახვევა, რომელიც რამდენჯერმე წინა სტატიებში აღვნიშნეთ, თუმცა, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რამეთუ, მასზე, საერთაშორისო მედიაც საუბრობს - რამდენად გამართლებული იყო FIBA-ს მხრივ ევრობასკატამდე ერთი კვირით ადრე, არანაკლებ მნიშნელოვანი FIBA WC-ის მატჩების დანიშვნა (სპორტსმენების გადაღლა და გამოფიტვა), ხომ არ მიუთითებს ეს იმ გარემოებაზე, რომ წინასწარ, ჯგუფური ეტაპებიდან, „ჩაიხნსნან" მედლების მაძიებელი პოტენციური გუნდები, ვისაც, მაგალითად სერბეთივით, ესპანეთივით, საბერძნეთივით, ლიეტუვასავით გრძელი სკამი არ აქვს? თუ კვლავ, FIBA-ს შიდა სამზარეულოში „ორი დიასახლისის" ბრძოლა წონის? ასეა თუ ისე, აღნიშნულ პრობლემაზე, უკვე ბევრი ლაპარაკობს.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
რაც შეეხება, ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს ნაკრების სასტარტო შეხვედრას, დასკვნები მარტივად მეთხედების მიმდინარეობით შეიძლება გამოვიტანოთ 16-11, 22-21, 20-19, 12-19 და საბოლოოდ ფრე (70-70), რომელმაც ოვერტაიმში თამაშის საშუალება მოგვცა. აქ, კარგად დავიწყეთ, თუმცა, შემდეგ, როგორც ზუროსმა თქვა, „ბავშვურმა შეცდომებმა" (აქაც და მთლიანად მატჩშიც ბევრ ბურთი დავკარგეთ და არა მხოლოდ, „ფარზე") იჩინა თავი და გადამწყვეტი მონაკვეთი 9- 6 წავაგეთ. თამაში 79-76. ეს აუცილებლად, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, საიდანაც სწორი დასკვნების გაკეთებაა საჭირო. ამის გადასახარშად, საქართველოს ნაკრებს, ერთი დღე აქვს. გუნდი მზად უნდა იყოს ფიზიკურადაც და მენტალურადაც.
„მომდევნო თამაშებისთვის პოზიტიურად ვართ განწყობილები. ვიცით, რომ კიდევ 4 თამაშია. ფანები არიან შესანიშვი და გვეხმარებიან. გავაგრძელებთ მუშაობას. გვაქვს გეგმა, ვართ კარგად მომზადებულები. ეს არის მოხლოდ ერთი თამაში და ვედებით, გავაგრძელოთ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ", - ამბობს მამუკელაშვილი.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერეციაზე, ზუროსს ჰკითხავენ თუ რატომ მისცეს გიორგი შერმადინს ცოტა დრო. მართლაც „შერმომ" პარკეტზე უჩვეულოდ ცოტა დრო 15:39 წუთი გაატარა და საერთოდ, ბოლო შეხვედრებში, პარკეტზე ვერ არის ის „შერმო", რომელსაც ქართველი ქომაგია მიჩვეული. შეკითხვაზე, ქართველთა ბერძენი თავკაცი ასე პასუხობს: „შერმო" კარგი მოთამაშეა, მაგრამ რთულია, ეთამაშო გუნდს, რომელიც „გარედან" გიგდებს. თამაშის დასაწყიში იყო შეცდომები. შევეცადეთ მაღლების გარეშე გვეთამაშა. სანდრო, რომ ცოტა უფრო აგრესიული ყოფილიყო, უფრო კარგი შედეგი გვექნებოდა. წარმოუდგენელი შეცდომები დავუშვით", - ამბობს ილიას ზუროსი და ამით, მიანიშნებს, რომ მომდევნო თამაშებში აქცენტს დიდი ალბათობით, სწორედ მამუკელაშვილზე გააკეთებს.
მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს, კვლავ 21:00 ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის სრული ფოტო-ამბავი





ჩვენ




















