ტაქსით ევრობასკეტის მატჩზე
ტაქსით ევრობასკეტის მატჩზე
03.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის ევრობასკეტი, რომელიც გერმანიაში ტარდება წესით საათის მექანიზმივით გამართული უნდა იყოს. თუმცა, გერმანიაშიც ხდება გაუთვალისწინებელი მომენტები. ერთ-ერთი ასეთი გაუთვალისწინებელი სლოვენიის ნაკრებს გადახდა თავს.

სლოვენიელბი, რომლებიც ევრობასკეტის ოფიციალური სასტუმროდან Lanxess Arena-ზე თამაშზე წასასვლელად გაემზადნენ, აღმოაჩინეს, რომ მათი ავტობუსი ადგილზე არ იყო. ლიეტუვასთან თამაშის დრო ახლოვდებოდა, ავტობუსი კი, კვლავ არსად არ ჩანდა. კოკოშკოვის გუნდს სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და თამაშზე დროულად მისასვლელად, მათ ადგილობრივი ტაქსის სერვისით იმსახურეს. შესაბამისად, გუნდის ყველა წარმომადგენელი, საასპარეზო დარბაზში ტაქსით მივიდა.


„ცოტა უხერხული იყო. ჩვენ ველოდებოდით ავტობუსს, მაგრამ ავტობუსი არ იყო. ჩვენ ავნერვიულდით და ტაქსი ავიყვანეთ", - ამბობს დრაგიჩი თამაშის შემდეგ.


2017 წლის ევრობასკეტის MVP-მ გორან დრაგიჩმა, ამის შესახებ თავდაპირველად ტვიტერის პერსონალურ გვერდზე დაწერა, თუმცა, შემდეგ, აღნიშნული კურიოზული ინციდენტის შემდეგ, მოხდარის ფაქტის მთელი ვიდეო-სიუჟეტი, თავად სლოვენიის კალათბურთის ფედერაციამ ატვირთა.


რაც შეეხევა თავად შეხვედრას, სლოვენიასა და ლიეტუვას ნაკრებების შეხვედრა სლოვენიელთა გამარჯვებით, 92-85 დასრულდა.