გოგა ბითაძემ დღეს მსუბუქად ივარჯიშა
გოგა ბითაძემ დღეს მსუბუქად ივარჯიშა
02.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ დილით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს 12:30-13:30 საათებში მორიგი ვარჯიში აქვს. სწორედ, ამ ვარჯიშზე დააკვირდებიან და გადაწყვეტენ მიიღოს თუ არა, ესპანეტთან მატჩში მონაწილეობა გოგა ბითაძემ, რომელმაც ევრობასკეტის გახსნით მატჩში ტრავმა მიიღო და ბელგიის წინააღმდეგ, თამაში ვეღარ გააგრძელა.

„დღეს შუადღეს, დიაგნოზის დასაზუსტებლად ჩაუტარდა კვლევები, სადაც გამოიკვეთა დაბეჟილობა. მსგავს ტრავმას თამაშის მიმდინარეობისას ვვარაუდობდით. სერიოზულ ტრავმას გადავრჩით, რაც ძალიან კარგია. ხვალ შუადღით, დინამიკიდან გამომდინარე გადაწყდება ითამაშებს თუ არა. მე იმედი მაქვს და თავად  გოგა არის ძალიან შემართებით რომ გოგა გააგრძელებს ევროპის ჩემპიონატს. დიახ, მსგავსი ტრავმის ბევრი შემთხვევაა, თუმცა, პროგნოზი კარგია. თუმცა,  თვითონ ტრავმა იყო ისეთ ადგილზე, რომ პროექციულად ნერვს უკავშირდებოდა და  ტკივილის აღქმა მეტი იყო", - ამბობს თემურ ხვედელიძე, ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი.



გოგა ბითაძეს, ტრავმის მიღებამდე, რომელმაც თამაში მთავარ ხუთეულში დაიწყო, პარკეტზე 31:10 წუთი გაატარა 14 ქულა დააგროვა და მისი მქკ-ი 20-ს შეადგენდა. ამის შემდეგ, კალათბურთელი ტრავმამ შეაწუხა და საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბს მისი ჩანაცვლება მოუხდა. ბითაძემ დღეს, ნაკრებთან ერთად ივარჯიშა. კალათბურთელი თავს მხნედ გრძნობს და თვლის, რომ მას და საქართველოს ნაკრებს, ისევე, როგორც სხვა გუნდებს, ევრობასკეტის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აქვს.


საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა, 3 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.