
ვრობასკეტი 2022-ის თბილსური ჯგუფის მეორე საასპარეზო დღე მონტენეგროსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრამ გახსნა. ამ მატჩს, შეიძლება ითქვას, მნიშვნელობა საქართველოს ნაკრებისთვისაც ჰქონდა, ვინაიდან ბელგია, გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებდა. თუმცა, მოტენეგრო, რომელთანაც ზუროსის გუნდს „ა ჯგუფის" ბოლო შეხვედრაში მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, ბელგიელები დაჩაგრა - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობოთ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ბალკანელები, მხოლოდ 4 ქულით იგებდნენ, თამაშის მიმდინარეობით წაიკითხავდი, რომ ამ უპირატესობას მონტენეგროს ნაკრები გაზრდიდა. ამის თქმის საშუალებას, თუნდაც თურქებთან გამართული ბრძოლა გვაძლევდა. უკვე მესამე მეოთხედის შემდეგ მონტენეგრო 18 ქული იგებდა, 68-50. თუმცა, ბელგიელება მოახერხეს თამაშის დაძაბვა, რამეთუ ბოლო მეოთხედი 8-20 მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე 23 წამით ადრე ტაბლოზე სხვაობა მხოლოდ 6 ქულა იყო 76-70 (17-14, 20-18, 31-18, 8-20).
როგორც მოსალოდნელი იყო, მონტენეგროელთა შორის ყველაზე შედეგიანი ბოიან დუბლიოევიჩი იყო, რომელმაც საბოლოოდ 21 ქულა დააგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი, 30 შაეადგინა. დიბლიოევიჩს, უკვე პირველი რაიმის შემდეგ 18 ქულა ჰქონდა მოგროვებული. მონტენეგროელი, ალბათ, კიდევ უფრო შორს წავიდოდა, თუმცა, მან მცირე დაზიანება და შესაბამისად, მატჩის დასკვნით მონაკვეთში ცოტა დრო გაატარა პარკეტზე.





ჩვენ








