„დინამო თბილისი“ 2 მატჩის შემდეგ ჯგუფის ლიდერია
„დინამო თბილისი“ 2 მატჩის შემდეგ ჯგუფის ლიდერია
25.04.2018
ავტორი:

„დინამოს აკადემიაში" გრძელდება „ვიტალი დარასელიას სახელობის" ტრადიციული ტურნირი ფეხბურთში. ასპარეზობის პირველი დღის მსგავსად, თავდაპირველად, დღესაც „ბ" ჯგუფის თამაშები გაიმართა. სამწუხაროდ, სფფ-ს აკადემიამ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ქართველი ფეხბურთელები ამჯერად, „დარასელიას ტურნირის" შარშანდელ გამარჯვებულთან, კიევის „დინამოსთან" დამარცხდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირის სასტარტო მატჩებში ორივე გუნდმა წააგო, დღევანდელ შეხვედრას სფფ-ს აკადემიისთვის და კიევის „დინამოსთვისაც" პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრა სფფ-ს აკადემიის აქტიურობით დაიწყო და ერთ-ერთ მომენტში ლუკა მაყაშვილმა გოლიც გაიტანა, 1-0. თუმცა, დინამოელებმა ტაიმის მიწურულს გოლი გქვითვა მოახერხეს. გოლი, რუსლან ბერეზანსკიმ გაიტანა, 1-1. მეორე ტაიმში „დინამოს" ფეხბურთელებმა უფრო უმატეს ტემპს და მორიგ შეტევას გიორგი გრიგალაშვილის ავტოგოლი მოჰყვა 1-2. უკრაინელებმა ცოტახანში მესამე გოლიც გაიტანეს, თავი ივან ვიდოსევიჩმა გამოიჩინა და შეხვედრაც კიევის „დინამოს" გამარჯვებით 1-3 დასრულდა.

„ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე", წელს „ბ" ჯგუფის ფავორიტებად მოსკოვის „სპარტაკისა" და კატალონიური „ესპანიოლის" გუნდებს განიხილავენ. ამდენად, ამ გუნდების დაპირისპირება, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია, რომ მატჩი, ესპანელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის პირველ ტაიმში, ანგარიში ერიკ კუენკამ გახსა, 1-0. ორამდე გაზარდა ანგარიში მეორე ტაიმში ბუბაქარ კონატემ, 2-0. ამის შემდეგ, „სპარტაკი" შეტევის გაძლიერებას შეეცადა და შედეგად, გოლის გატანაც მოახერხა. დიმიტრი ზავოლკინმა, ანგარიში ერთამდე შეამცირა, 2-1. შეიძლება იქთვას, ამ მომენტიდან, „სპარტაკი" სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდა. აი, „ესპანიოლის" მოთამაშემ, ალეხანდრო ჟისპერმა კი რუსები კონტრშეტევაზე დაიჭირა და ანგარიში სამამდე გაზარდა, 3-1.

ამ მატჩის შემდეგ, „ბ" ჯგუფს სათავეში გადაჭრით ჩაუდგა „ესპანიოლი", რომელიც ჯგუფის ბოლო შეხვედრას, 26 აპრილს, კიევის „დინამოსთან" გამართავს. „სპარტაკი" კი სფფ-ს აკადემიას შეხვდება.

საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა "ა" ჯგუფის პირველი შეხვედრა, მინსკის „დინამოსა" და „ვიტესს" შორის. აღსანიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა, ამ დღეს, ოროვე გუნდიდან თითო-თითო მოთამაშე გააძევა. შეხვედრის დასაწყისში წითელი ბარათი მიიღო ბერალურსმა ალექსეი ფირსოვმა, თუმცა ჰოლანდიელებმა ამ მომენტში "დინამოს" კარში დანიშნული 11-მეტრიანი ვერ გამოიყენეს. წინა სათამაშო დღის მსგავსად სიმაღლეზე იდგა ტიმოფეი იურასოვი. აი, 10 კაცით დარჩენილმა დინამოელებმა კი 25-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხეს, გოლი ანტონ საკოვსკიმ გატანა 1-0. კიდევ ერთი გოლი გატანა მოახერხეს მინსკელებმა მეორე ტაიმში. ამჯერად თავი დიმიტრი დატიხოვმა გამოიჩინა 2-0. მოვლენები ამ თამაშში, კურიოზულად განვითარდა. თუკი, პირველ ტაიმში გაძევებული მინსკელის შემდეგ დარჩენილმა 10-მა დინამოელმა მოახერხა 2 გოლის გატანა, მას შემდეგ, რაც "ვიტესს" ლაურენტიუს სვინკელესი გაუძევეს გუნდმა 2 გოლის გატანა მოხაერხა. მე-60 წუთზე კლაუდიუს შტეფენმა გაიტანა გოლი და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა 2-1, ხოლო 65-ე წუთზე უკვე ერაი სიურულმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა 2-2. შეგახსენებთ, რომ „დარასელიას ტურნირზე", რომელშიც 15-წლამდე ფეხბურთელები თამაშობენ, ტაიმების ხანგრძლივობა 35-35 წუთია. შესაბამისად, კონკრეტული მატჩის ბედი, შეიძლება ითქვას, სწორედ, მატჩის მიწურულს გადაწყდა. შეხვედრის ბოლო წუთზე მინსკელებმა აქტიურობას მოუმატეს და ვლადისლავ ლოჟკინის გოლმა „დინამოელებს" გამარჯვება მოუტანა 3-1.  ამ მატჩის შემდეგ, „ვიტესმა" ½ ფინალში გასვლის შანსი დაკარგა. მინსკის „დინამო" კი 26 აპრილს „ჯენოასთან" გაარკვევს ურთიერთობას.

ფეხბურთელი გაუძევეს „ჯენოასაც", „დინამო თბილისთან" მატჩში. შეხვედრის 70-ე წუთზე, ერთ-ერთი სათამაშო მომენტის დროს ამტყდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ, მსაჯმა მეოდნიდან ერთდროულად 5 ფეხბურთელი გააძევა, 3 იტალიელი და 2-იც ქართველი. გაძევებულ იტალიელთა შორის იყო ბაშეროტი, რომელსაც პირველი საასპარეზო დღის შემდეგ 2 გოლი ჰქონდა გატანილი. 26 აპრილის მატჩის გამოტოვება კი დინამოელთა მეკარეს ლუკა ხარშილაძეს მოუწევს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „ჯენოას" ფეხბურთელები, მთელი ორი ტაიმი დინამოელთა პროვოკაციაზე წამოკიდებას ცდილობდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ ქართველი ფეხბურთელების სათამაშო უპირატესობა სახეზე იყო. მატჩის ბედი კი „დინამო თბილისმა" ფაქტიურად შეხვედრის დებიუტშივე გადაწყვიტა, როდესაც, მე-3 წუთზე იტალიელთა კარი ჯერ ზურაბ ერაძემ აიღო, ზუსტი თავური დარტყმით 1-0, ხოლო მე-10 წუთზე გიორგი აბუაშვილის დარტყმა იყო ზუსტი, 2-0. ამის შემდეგ, მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა, „დინამოელებმა" კი კარის მშრალად შენახვა მარტივად მოახერხეს და ½ ფინალის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვეს, ჯგუფში პირველი ადგილით.

ჯგუფის ბოლო შეხვედრას „დინამო თბილისი" 26 აპრილს 18:00 გამართავს და მისი მეტოქე „ვიტესი" იქნება.

პირველი დღე