
თბილისში მიმდინარე ევრობასკეტი 2022-ის „ა ჯგუფში" დღეს, მორიგი გამარჯვება იზეიმა თურქეთის ნაკრებმა, რომელმაც ამჯერად ბულგარეთს სძლია 87-101. თუმცა, ერგინ ათამანის გუნდს, მარტივად არ მოუგია. პირველი ტაიმის ორ პერიოდში, თურქებმა ვერაფერი უქნეს ალექსანდრ ვეზენკოვს, რომელსაც პირველ მეოთხედში, 8 ქულა ჰქონდა, პირველი ტაიმის შემდეგ კი, 14. ბულგარელს, შეხვედრის ამ მონაკვეთში საპირწონე წინააღმდეგობას, მხოლოდ ჯადი ოსმანი უწევდა, რომელსაც პირველი მეოთხედის შემდეგ 8, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ასევე 14 ქულა ქონდა.
რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში პირველი პერიოდი თურქებმა მოიგეს 29-31, მეორეში ზემოთხსენებულ ვეზენკოვს, რომელსაც ნელ-ნელა დიი ბოსტიც წამოეშველა, ვერაფერი მოუხერხეს და მეოთხედი 23-19 დასთმეს. ტაიმი კი, 2 ქულით, 52-50 წააგეს. მეორე მეოთხედში, თურქთაგან 20 წლის ალფერენ სენგიუნმა „გახსნა" დაიწყო და ნელ-ნელა ოსმანს წამოეშველა. საბოლოოდ ალფერენმა 20 ქულა დააგროვა და 5 ქულით ჩამორჩა ჯედი ოსმანს. აღსანიშნავია, რომ ბულგარელებთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ფურქან ქორქმაზსს. ჩვენი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელი სათადარიგო სკამზე იყო, თამაშის წინა დღით ის, შეუძლოდ გახდა და ქართულ კლინიკაშიც იყო კვლევებზე.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
„პირველ ტაიმში, ჩვენ ვერ შევძელით თამაშში გარდატეხის შეტანა, რადგან თავის დაცვას კარგად ვერ ვახერხებდით. თუმცა, კარგად ვითამაშეთ და 50 ქულა ჩავაგდეთ. მეორე ტაიმში დავუბრუნდით ჩვენს ჩვეულ წყობას, შეჰმუსმა დიი ბოსტი შეაჩერა, ჯედიმ კი, ვეზენკოვი. ამასთან შევცვალეთ მე-2 და მე-3... როდესაც დაცვის ხარისხი გაუმჯობესდა, ჩვენ მოვახერხეთ, მათი გატეხვა. კარგად ვითამაშეთ ფარზე და გვგქონდა 30 შედეგიანი გადაცემა. ბურაანმა (თიუნჯერმა) 7 „ასისტი" გააკეთა. ლარკინი პარკეტზე ბოლოსკენ გამოვიდა. ალფერენის თამაში გამორჩეული იყო მეორე ტაიმში. ჯედიმ 35 წუთი გაატარა პარკეტზე. ამ შეჯიბრზე არ არსებობს იოლი მატჩები. თუ დაცვაში დაუშვებ შეცდომას, მაშინ შენს კალათში ჩააგდებენ", - ამბობს ერგინ ათამანი მატჩის დასრულების შემდეგ.
მესამე მეოთხედიდან თურქებმა მოახერხეს, ბულგარელებისთვის საკუთარი თამაშის მოხვევა, მესამე პერიოდის 19-25 მოგება და დასკვნითი მეოთხედის წინ ოთხბურთიანი სხვაობით დაწინაურება (71-75). სწორედ ათამანის ნახსენები ალფერენის თამაშის ხარჯზე, თურქებმა მეოთხე მეოთხედი 16-26 მოიგეს.
ამ გუნდს, ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უნდა დაუპირისპირდეს. ზუროსის გუნდისთვის, თურქეთის ნაკრებთან დაპირისპირება ნამდვილდა არ იქნება იოლი. შეხვედრა, 4 სექტემბერს, ახალ სპორტის სასახლეში კვლავდ 21:00 საათზე დაიწყება.
მატჩის ფოტო-ამბავი





ჩვენ












