
თამაშის დროს ფიცხი და მედიასთან მუდამ გაწონასწორებული ილიას ზურუსი დღეს პირველად, ესპანელებთან მარცხის შემდეგ ბრაზსს ვერ მალავდა - ძლიერ გუნდთან დამარცხება ნორმის ფარგლებშია, მაგრამ ჩვენ დღეს არ ვიბრძოლეთო.
„ბოდიშს ვუხდი ხალხს ჩვენი თამაშისთვის. საშინელი მატჩი იყო, საერთოდ ვერ ვიბრძოლეთ. სულისკვეთება ნულის ტოლი იყო. ხალხისა და ქვეყნის წინაშე ცუდად ვითამაშეთ. ძლიერ გუნდთან დამარცხება ნორმის ფარგლებშია... შეგახსენებთ, რომ 6 დღის წინ ლიდერი და გუნდის კაპიტანი გამოგვაკლდა. გოგა ბითაძემ დღეს სცადა თამაში, მაგრამ ტრავმამ შეაწუხა. ალბათ, უმჯობესია, თუ ის, ხვალინდელ თამაშში არ იქნება და მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება... თუმცა ბრძოლის გარეშე წაგება პრობლემაა. ერთი მოთამაშის გამოკლებაც ტაქტიკას პრობლემას უქმნის", - ამბობს ილიას ზუროის მატჩის დასრულების შემდეგ, და მაგლითისთვის, პრადილია მოჰყავს, რომლის შეჩერებაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა, ვერ მოახერხეს. 12 ქულის გარდა, რომელიც შედეგიანობით მეორე იყო, ესპანელთა შორის, ამ მოთამაშემ კარგი გადაცემებით მოამარაგა თანაგუნდელები. მათ შორის, ვილი ჰერნანგომესი, რომელიც საბოლოოდ 14 ქულას დასჯერდა.
16-18, 15-22, 16-31, 17-19 ეს არის მატჩის მიმდინარეობა პერიოდების მიხედვით. როგორც ხედავთ, ჩვენი გუნდი მხოლოდ ალაგ-ალაგ შეეცადა ესპანელებს შეწინააღმდეგებოდა. მესამე მეოთხედში კი, ბევრი წვრილმანი შეცდომა დაუშვა და თამაშის სადავეებიც ხელიდან გაექცა. სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა „დაბრუნება" ვეღარ მოახერხა. ქართველებს კი გვიყვარს, კუდის ყავარზე გადადება, მაგრამ ზოგჯერ ცაში ფრენას, რეალობისთვის თვალის გასწორება სჯობს. ბუნებრივია, ესპანეთთან „შესკდომა", არ იქნებოდა მართებული, როცა წინ სამი, და თანაც ხვალ, თურქეთთან თამაში გაქვს, მაგრამ ელემენტარული ყურადღება (მოდით ბრძოლას არ ვიტყვი), ჩვენს ფარში ჩაგდებული ნაკლები ქულა დაგვიჯდებოდა.
საქართვლოს ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩიც წააგო, ამჯერად 64-90 და ახლა, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დარჩენილ თამაშებში, ბრძოლის გარდა, სასწაულის მოლოდინში ვართ.
„არ მომწონს, როცა საქართველოს ნაკრები არ იბრძვის. ჩვენ შეიძლება 20 ქულით წავაგოთ, მაგრამ მებრძოლი სული არ უნდა დაკარგო და პარკეტზე უნდა მოკვდე", - ამბობს ზუროსი.
ესპანეთთან მატჩში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო 13 ქულით. 10 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელიც დღეს წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, საკუთარ თავს ჰგავდა. სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც 10 ქულა დააგროვა, ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. სამწუხაროდ, არ მისდის თამაში არც თად მაკფადენს - დღეს, მან მხოლოდ 6 ქულა დააგროვა.
ხვალ, 4 სექტემბერს, ილიას ზუროსის გუნდი, 21:00 საათზე თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის ფოტო-ამბავი





ჩვენ








