
დღეს, ევრობასკეტზე, თორნიკე შენგელიას „თბილისი არენაზე" გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. კალათბურთის ქართელმა გულშემატკივარმა იცოდა, რომ კაპიტანი ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი თამაშის დროს გუნდის გვერდით იქნებოდა. თოკო, პარკეტზე, საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებამდე, გუნდების მოთელვის დროს გამოჩნდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად იდგა საქართველოს ჰიმნზე და შეძლებისდაგვარად, ემოციურად. დაფიქსირებული მხრით აღნიშნავდა ბიჭების წარმატებას.
მატჩის შემდეგ, შენგელიას თემას რამდენჯერმე შეეხება ილიას ზუროსი და აღნიშნავს, რომ ევრობასკეტამდე 6 დღით ადრე დამტვრეული კაპიტანი, ძვირად უჯდება ქართველთა გუნდს.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
„ბედნიერები ვართ, რომ თორნიკეს ოპერაცია არ სჭირდება. ეს, კარგი ამბავია, რადგან თოკო, მალე დაბრუნდება და სეზონის გამოტოვება არ მოუწევს. ის, გუნდის ლიდერი და კაპიტანია. იცის, როგორ ესაუბროს თანაგუნდელებს და როგორ გაამხნევოს ისინი გასახდელში. სამწუხაროა, რომ თოკო მოედანზე არ გვყავს", - ამბობს ზუროსი.
შენგელიას ოჯახთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ თოკოს, რომელიც იტალიელი მედიკების გადაწყვეტილებით ოპერაციას გადარჩა, ახლა ორთვიანი სარეაბილიტაციო კურსი ელოდება. ამის შემდეგ, კალათბურთელი პარკეტს დაუბრუნდება.





ჩვენ












