ბულგარეთს წყალი საბოლოოდ შეუდგა
ბულგარეთს წყალი საბოლოოდ შეუდგა
04.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


თბილისში, ევრობასკეტის მესამე სათამაშო დღე, მონტენეგროსა და ბულგარეთის ნაკრებების თამაშით გაიხსნა. ამ დღეს, თუ არ ჩავთვლით თურქეთის ნაკრებს,  ის გუნდები თამაშობდნენ, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს სულ ბოლოს რჩება ჩასატარებელი ორი შეხვედრა. „ა ჯგუფიდან" ბერლინში, მესამე საგზურის მფლობელიც, სწორედ, საქართველოს, ბელგიის (რომელთანაც ჩვენ გახსნით მატჩში დავმარცხდით) მონტენეგროსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის უნდა გამოვლინდეს.


ბუნებრივია, ეს დღევანდელი მატჩის მონაწილეებმაც კარგად იცოდნენ და შეხვერდაც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ორივე გუნდს, ორი საასპარეზო დღის შემდეგ თითო მოგება და თითო წაგება ჰქონდა აქტივში.  ალბათ, პერიოდების მიმდინარეობიდანაც კარგად ჩანს, თამაშის დაძაბულობა პირველი დასრულდა ფრედ 21- 21, მეორეში ბულგარელებმა იმარჯვეს 25- 24 და შესაბამისად ტაიმიც ერთი ქულით მოიგეს. თუმცა, მესამე მეოთხედში, ძიროთადად ნემანია რადოვიჩის წყალობით, მონტენეგროელებმა დაწინაურება მოახერხეს და მონაკვეთი 12- 22 მოიგეს. კიდევ, რისი გაკეთებაც, მიმდინარე ევრობასკეტზე, მონტენეგრომ მოახერხა - მეორე ტაიმში შეზღუდა ალექსანდრ ვეზენკოვა, რომელმაც საბოლოოდ 26 ქულა მაინც შესძინა საკუთარ გუნდს, თუმცა, ძირითადად, პირველი ტაიმის ხარჯზე. ალბათ, სწორედ, ასე მოქმედება მოუწევს, მეოთხე სათამაშო დღეს, 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებსაც. რაც შეეხება, ბულგარეთისა და მონტენეგროს დღევანდელი მატჩის ბოლო მეოთხეს, ის ბოსკო რადოვიჩის გუნდის გამარჯვებით,  23- 24 დამთავრდა. დღევანდელი გამარჯვების (81-91) შემდეგ, მონტენეგრო 2 მოგებითა და 1 მარცხით, საერთო ჯამში 5 ქულით, „ა" ჯგუფში დარჩენილ 2 თამაშამდე პირველ ადგილზეა.



დღევანდელ შეხვედრაში ვეზენკოვის შემდეგ, საუკეთესო შედეგი ანდრეი ივანოვმა აჩვენა 17 ქულა, 10 ქულა ჩავდარ კოსტოვის ანგარიშზე იყო. რაც შეეხება მონტენეგროს ნაკრებს, აქ, საუკეთესო მაჩვენებელი, 23 ქულა ვლადიმირ მიჰაილოვიჩს ჰქონდა. 17-17 ქულა ბოიან დუბლიოევიჩისა და იგორ დრობნიაკის ანგარიშზეა. აი, ნემანია რადოვიჩმა კი, რომელმაც თამაშის გარდამტეხ მომენტში დიდი როლი ითამაშა, 16 ქულა დაგროვა.


6 სექტემბერს, მონტენეგროს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი, თბილისი არენაზე, საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები გაარკვევენ საქმეს.