ჩემპიონთა ლიგის სასტრატო შეხვედრამდე კვარამ ემიგრანტებს მიმართა
ჩემპიონთა ლიგის სასტრატო შეხვედრამდე კვარამ ემიგრანტებს მიმართა
04.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ, სერია „ა"-ს მორიგ ტურში, „კვარამ" მორიგი გოლი, ამჯერად გაუტანა „ლაციოს" და თანაც რა გოლი. გამომდინარე იქიდან, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზედმეტი ყურადღებით დადებითიდაც და უარყოფითითაც არ გადავტვირთოთ, ჩვენ მის შესაებ ვცდილობთ ზომიერად ვილაპარაკოთ. თუმცა, სოცქსელში მის მიმართ ერთეულთა მომრავლებული ნეგატიური განწყობის გატარებაც ცოტა დაუშვებელია. ჩვენი რჩევა - აცადეთ, ფეხბურთელს აკეთოს საქმე და ყველა მისი სახელი აუგად ხსენებით, პირადი რეიტინგების გაუმჯობესებას შეეშვით. ეს რჩევა, ვეტერანი სპორტული ჟურნალისტიგნა, რომლის ხელშიც კვარაცხელია, „დინამოს აკადემიიდან" გაიარა.

დღეს კი, ფეხბურთელმა საკუთარ სოციალურ ქსელში, პოსტი ქართველ ემიგრანტებს მიუძღვნა:


„მოგესალმებით, ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობის კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა! მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში - ხვიჩა კვარაცხელია" - წერს ფეხბურთელი.


„კვარს" „ნაპოლი" სერია „ა"-ში მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს „სპეციას" წინაარმდეგ სახლში გამართავს. მანამდე კი, 7 სექტემბერს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში „ლივერპულს" დაუპირისპირდება.


ფოტო: @Napoli