პირველად ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში!
პირველად ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში!
04.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში იასპარეზებს. დეიან სტანოიევიჩის გუნდმა, ფლეი-ოფში ნიდერლანდები 12-8  დაამარცხეს. პირველ მეოთხედში, ჩვენებმა ერთი ბურთით  2-3 წააგეს, მომდევნო მეოთხედში, თამაში გამოასწორეს და ოთხბურთიანი სხვაობით, 5-1 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ სტანოიევიჩის გუნდმა აღნიშნული უპირატესობის შენარჩუნება თამაშის ბოლომდე მოახერხა და საბოლოოდ, 18-8 (2-3, 5-1, 2-2, 3-2) გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს: მარკო ელაჩას (3 გოლი), ანდრია ბითაძის (2), ბორის ვაპენსკის (2), ხვიჩა ჯახაიას (1), დუშან ვაშიჩის (1), ნიკა შუშიაშვილის (1), ფაბიო ბარალდის (1) და ვალიკო დადვანის (1) აქტივშია. ამასთან, აღსანიშნავია ჩვენი გუნდის მეკარის ნიკა შუბლაძის თამაში, რომლის წყალობითაც, ჩვენს კარში, 8 გოლზე მეტი არ გავიდა.


ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ ასპარეზობს და მისი საუკეთესო შედეგი მეათე ადგილი იყო, ამჯერად 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხდვა.  ამასთან, ევროპის 8 საუკეთესოში მოხვედრით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.


საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალურ მატჩს 6 სექტემბერს გამართავს და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ხორვატიის ნაკრებთან გამართავს.