
ევრობასკეტი 2022-ის მესამე საასპარეზო დღის დასასრული დაძაბული გამოდგა „თბილისი არენაზე". საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებების მსვლელობისას მოხმდარ სათამაშო ინციდენტს, მხედველობაში ფურქან ქორქმაზისა და დუდა სანაძის დაპირისპირება გვაქვს, რის შემდეგაც, ორივე გუნდის მოთამაშე თამაშიდან გააძევეს (კალათბურთში ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება და ალბათ, ფიბა-ს სადისციპლინო კომიტეტის განხილვის საგანიც გახდება), თურქები ირწმუნებიან, რომ მათ მოთამაშეს, დერეფანში თავს საქართველოს ნაკრების კალათბურთელები და დაცვის წევრები თავს დაესხნენ. ამის შესახებ, თურქეთის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა ჰაქან დემირიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ აქ, საქართველოში ჩამოვედით, როგორც ძმები. მოედანზე მოთამაშეებს შორის დაძაბულობა იყო, ეს მესმის, ხდება ხოლმე, მაგრამ ამის შემდეგ, ჩვენი მოთამაშეები მიდიოდნენ გასახდელში და მათ თავს დაესხნენ საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე, კიდევ მათთან ერთად დაცვის წევრები. წესრიგის დამცველები თავად გახდნენ ჩხუბის მონაწილენი და ეს დაუშვებელია. თამაშის დროს ყველაფერი ხდება, მაგრამ მატჩის შემდეგ ყველამ უნდა სცეს ერთმანეთს პატივი. მით უმეტეს, დაცვის წევრების, პოლიციელების, არც კი ვიცი ვინ არიან - უნდა ვნახოთ ჩანაწერები, ჩხუბში მონაწილეობა დაუშვებელია", - ამბობს დემირი
![]() |
![]() |
/![]() |
![]() |
ერთი განმარტება - გამომდინარე იქიდან, რომ თამაშის დროს დაწყებული კონფლიქტი, რომელიც მოედანზევე დასრულდა, თამაშის შემდეგ, ხელახლა არ გაღვივებულიყო, კალათბურთელთა გასახდელებთან დაცვის გაძლიერება აუცილებელი გახდა. თუკი, ამ შემთხვევაში სტუმრებს, გასახდელში შესვლას "აიძულებდნენ", ეს მათივე უსაფრთხოების გამო იქნებოდა გაკეთებული - ეს ჩვენი, სარედაქციო ვერსიაა
ესპანური გამოცემა „მარკას" ინფორმაციით, რომელიც ასევე თურქულ წყაროებს ეყრდნობა, თუკი, მომხდარი ბოლომდე არ გაირკვევა და პოტენციური დამნაშავეები არ დასიჯებიან, მაშინ თურქეთი, ევრობასკეტი 2022-ის გათამაშებიდან თავს მოიხსნის. ამის შესახებ, ესპანურ გამოცემას, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ომერ ონანმა განუცხადა. მისივე მტკიცებით, გასახდელებისკენ მიმავალ დერეფანში, ქორქმაზსს, თავს დაესხნენ ქართველი კალათბურთელები და პოლიციელები - „ბოლოს, 30 კაცმა გასახდელში შეგვაგდოო", წერს ონანის სიტყვებს „მარკა" (აქ, პოპულარული ესპანური გამოცემა, დიდი ალბათობით, დღესვე, ამავე დარბაზში, ბელგიასთან განცდილი მარცხის გადაფარვას ლამობს, რატომაც არა).
ქორქმაზისა და სანაძის მომენტს, თურქის შეტევა და ქართველის დაფარება უწრებდა წინ, თუმცა, მსაჯებმა ქართველის მხრიდან წესების დარღვევა დაინახეს და ქორქმაზსს საჯარიმო სროლების შესრულების უფლება მისცეს. ამ დროს ტაბლოზე ანგარიში 59-62 იყო. საქართველო, მცირე თუმცა, ფსიქოლოგიურ უპირატესობას ფლობდა, შესაბამისად, საქართველოს ნაკრების წევრებს უბრალოდ, ვალდებულება ჰქონდათ, არ აჰყოლოდნენ შესაძლო პროვოკაციებს. თუმცა, ამ გამოცდილებასაც დრო მოიტანს. უფრო აღმაშფოთებელი პირადად ჩემთვის, „ცეცხლზე ნავთის" დასხმა იყო - ტრიბუნებიდან, თურქეთის ნაკრების სათადაროგო სკამის მიმართულებით ნასროლი წყლით სავსე ჭიქები, რის გამოც, არენის დასუფთავების ჯგუფს მოუხდა საქმეში ჩართვა. სხვათა შორის, მსაჯებთან ჩხუბის გამო, დღეს, დარბაზიდან თურქთა მთავარი მწვრთნელი, ერგინ ათამანი გააძევეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მომენტში მსაჯის გადაწყვეტილების გამო, თავი ვერც ილიას ზუროსმა მოთოკა, თუმცა, სამწვრთნელო შტაბმა ბერძენის "დაშოშმინება" მოახერხა, აი, თურქი კი, ვერ გააჩერეს.
![]() |
![]() |
საქართველოს ნაკრებმა მეორე დამატებით 5-წუთიან ტაიმში, 83-88 გაიმარჯვა და ევრობასკეტი 2022-ზე პირველად იზეიმა გამარჯვება.
ასეა თუ ისე, ხვალ, დღის მანძილზე, დიდი ალბათობით, ფიბა ჯერ თავად ნახავს, ხოლო შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს გასახდელების დერეფანის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აჩვენებს. შესაბამისად დღის მანძილზე გაკეთდება მომდევნო განცხადებებიც.





ჩვენ














