საქართველოს ნაკრები იტალიიდან დახუნძლული დაბრუნდა
საქართველოს ნაკრები იტალიიდან დახუნძლული დაბრუნდა
05.09.2022
ავტორი: მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები იტალიაში გამართული  ევროპის ჩემპიონატიდან, სამშობლოში 2 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლითა და გუნდური მესამე ადგილით ბრუნდება.

ოქროს მედლებს გიორგი და ინა ქალდანები დაეუფლნენ, ვერცხლი ზურაბ ზურაბიანის ანგარიშზეა, ბრინჯაოს მედლები კი, ნუკრი მიღრიჯანაშვილმა და ლაშა ყიზილაშვილმა მოიპოვეს.


ლევან ქოჩიევის გუნდმა, გუნდურ შეჯიბრში, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მასპინძელი იტალიის ნაკრები დაამარცხა


აღნიშნულ შეჯიბრზე, გუნდთან ერთად მუშაობდა, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ფიზიკური თერაპევტი, ავთანდილ ხმიადაშვილი.