საქართველოს ეროვნული გუნდის გვერდით
საქართველოს ეროვნული გუნდის გვერდით
19.08.2017
ავტორი:

18 წლის სანდრო მამუკელაშვილი უახლოეს ხანში საქართველოს მოქალაქეობის მიიღების თხოვნით შესაბამის სამსახურებს მიმართავს. 208 სმ სიმაღლის ქართველი კალათბურთელი ამ მომენტისთვის ამერიკის მოქალაქეა და მონტევერდეს აკადემიის საკალათბურთო გუნდში ირიცხება.  

„ყოველთვის მქონდა სპორტის სასახლეში თამაშის სურვილი. როდესაც ამდენი ხალხი გიყურებს და გქომაგობს უდიდესი გრძნობაა. იმედია, რამდენიმე წელში ჩემი მოქალაქეობის საკითხი მოგვარდება და მეც ვითამაშებ ნაკრებთან ერთად“ - ამბობს სანდრო მამუკელაშვილი.

ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი მზარდი ტალანტი 13 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით სპორტის სასახლეში, ჩეხეთთნ მატჩისას ჩვენს ნაკრებთან ერთად იყო. საკალათბუთო ოჯახში დაბადებული და გაზრილი სანდრო, საქართველოდან 14 წლის ასაკში ჯერ იტალიაში, შემდეგ კი ამერიკაში მიიწვიეს სათამაშოდ. ახალგაზრდა ქართველით, კალათბურთის ევროპელი და ამერიკელი სპეციალისტების დაინტერესება იმით აიხსნება, რომ სიმაღლის პარალელურად, სანდროს თანაბრად შეუძლია 3 ქულიანების სროლაც და ფარზე მოხსნილი ბურთის მომდევნო განკარგვაც. „ეს ჩემი კოზირია, ამბობენ, როდესაც მაღალი კალათბურთელი ისვრის 3 ქულიანებს, თამაში იხსნება. ამას გარდა, ბურთს, როცა ვხსნი, მე თვითონ შემიძლია ბურთის ტარება, რაც ბევრ  მაღალ მოთამაშეს არ გამოსდის“ - ამბობს 18 წლის კალათბურთელი.

ახალგაზრდა კალათბურთელს მიაჩნია, რომ კარიერული წინსვლისთვის მისი კალათბურთის ქვეყანაში, ამერიკაში ყოფნა აუცილებეილია. თუმცა, სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე და ეროვნულ ნაკრებში თამაშზზე ფიქრობს.