
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პლოცკის "ვისლას" ნახევარმცველმა, გიორგი მერებაშვილმა, ოპერაცია გაიკეთა. ქართელ ფეხბურთელს ოპერაცია ქალაქ ტურკუში, "ჰოსპიტალ ნიუ-ში" ჩაუტარდა. მან ტრავმა კრაკოვის "ვისლასთან" თამაშის დროს მიიღო.
"ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ექიმი სისტემატურად მნახულობს და ახლაც იყო მოსანახულებლად შემოსული. დაახლოებით ერთ თვეში უკვე აქტიურად დავიწებ ვარჯიშს, ტრენაჟორები, ცურვა და ა.შ. ამის შემდეგ სრული რეაბილიტაციისთვის ბევრი დამოკიდებულია, თუ როგორ შეხორცდება ჭრილობები და დაახლოებით 3 თვეში, ვიმედოვნებ, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდები",- ამბობს tsff.ge-სთან საუბარში გიორგი მერებაშვილი.
მერებაშვილს, ოპერაცია ერთ-ერთმა ცნობილმა ექიმმა, საკარი ორავამ გაუკეთა. ცნობილი ქირურგი, არაერთი წამყვანი ფეხბურთელის, კალათბურთელის, ჰოკეისტის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონების ექიმი გახლავთ. ოპერაციის შემდეგ, ორივამ პირადი კოლექციისთვის ქართველ ფეხბურთელსაც სთხოვა მაისური.
გიორგი რეაბილიტაციას საქართველოში გაივლის. პირველი 1 თვის განმავლობაში მსუბუქად ივარჯიშებს, მომდევნო 2 თვე კი მაქსიმალური დატვირთვით. ის საქართველოში 3 მაისს დაბრუნდება.
მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ





ჩვენ








