„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელს გულზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
„დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელს გულზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
06.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ, 5 სექტემბერს „დინამო თბილისმა" ეროვნული ლიგის გათამაშების მორიგ ტურში, თელავის „კავკასიონი არენაზე", 1-2 ადგილობრივი გუნდი „თელავი" დაამარცხა და გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, „დინამო ბათუმი" წყალტუბოში „სამგურალთან" 3-0 დამარცხდა, საჩემპიონო რბოლაში, ორ „დინამოს" შორის სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. თუმცა, თბილისელებს დიდი ალბათობით, რამდენიმე თვით გუნდის კარის მცველი დავით კერესელიძე კვლავ დააკლდებათ. თელავში, მატჩის დროს მიღებული ტრავმის გამო, კერესელიძე, „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი ლუკა კუტალაძიც ჩაანაცვლეს. ამ თამაშში თბილისელების, სათადარიგო სკამზე არ იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.

„გიორგი ჭიაბრიშვილს გუშინ, მატჩამდე, სტენოკარდიული შეტევა მოუვიდა. თავდაპირველად, იგი გადაყვანილ იქნა თელავის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა კორონაროგრაფია და გადაწყდა, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა, კერძოდ - შუნტირება. გუშინვე იგი რეანომობილით გადმოვიყვანეთ თბილისში და დღეს გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა", - ამბობს დავით ხარაბაძე, დინამოელთა მთავარი ექიმი.


ჭიაბრიშვილს ოპერაცია თბილისის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში წარმატებით ჩაუტარდა. თბილისელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაშია. ამის შემდეგ ის, რამდენიმე დღე დარჩება ე.წ. ინტენსიურ განყოფილებაში და მხოლოდ დადებითი დინამიკის შემთხვევაში ის, რეაბილიტაციას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სახლის პირობებში გააგრძელებს. სავარაუდოდ გუნდთან სამუშაოდ, „დინამო თბილისის" მთავარ მწვრთნელს ნებას თვენახევარში დართავენ, ისიც ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის პირობით.


ჩვენი გვერდი, „ჭიას" დროულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.