ხვალ, ბოლო შანსი გვაქვს, ესპანეთი და თურქეთი ბერლინში მიდიან
ხვალ, ბოლო შანსი გვაქვს, ესპანეთი და თურქეთი ბერლინში მიდიან
06.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევრობასკეტი 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურამდე, უკვე ცნობილია რამდენიმე ქვეყნის ნაკრები, რომელიც 1/16 ფინალში ბერლინში იასპარეზებს. ჯერ-ჯერობით მათ რიცხვში არ არის საქართველოს ნაკრები, რომელმაც დღეს, „თბილისი არენაზე" ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა და 12 ქულით, 80-92 დამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ილიას ზუროსის გუნდმა (სხვათა შორის კულუარულად უფრო გააქტიურდა საუბრები ზუროსის ჩანაცვლების თაობაზე და ამის, საბაბი ახლა, ევრობასკეტზე წარუმატებელი გამოსვლა გახდება, არადა საქართველო, თანაც სახლში, ევრობასკეტზე ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა) კარგად დაიწყო, პირველი პერიოდი 18-14 მოიგო და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდმა, მეტ-ნაკლებად კარგად ითამაშა, დამარცხდა პერიმეტრიდან გაშვებული ქულებით. ბულგარელებმა, რომლებმაც დღემდე, ყველა თამაში წააგეს 19 სამქულიანი ჩაგვიგდეს. საქართველოს ნაკრებმა, ვერაფერი მოუხერდა დეე ბოსტს, რომელმაც 14 მცდელობიდან 9 სამქულიანი ჩაგვიგდო. უკვე მეოთხედის შემდეგ, რომელიც ბულგარელებმა 20-25 მოგვიგეს, მოახერხეს ერთი ქულით გადასწრება 38-39. ამასთან, ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს დაეტყო ნერვიულობა და შესაბამისად იმატა ელემენტარულმა შეცდომებმა. იმას გარდა, რომ საქართველოს ნაკრებს არ წაუვიდა პერიმეტრიდან თამაში, რიგ მომენტებში კი, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდი, ამას უბრალოდ ერიდებოდა, წავაგეთ „ფარიც".  მეორე მეოთხედიდან, საქართველოს ნაკრები აღმოჩდა მდევრის როლში, თუმცა, ჰქონდა რამდენჯერმე თამაშში გარდატეხის შეტანის შესაძლებლობა, განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში, თუმცა, საბოლოოდ, ისიც, როგორც მესამე მონაკვეთი წავაგეთ (19-27, 23-26).




„თურქეთთან მოგებული მატჩის ემოციები გამოგვყვა და ვერ გავაანალიზეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველა თამაშის მოგება გვჭირდებოდა. შეხვედრაზე ვერაფერს ვიტყვი, საშინლად გამოვიყურებოდით, ცუდად არა, საშინლად... 61 ქულა (დიი ბოსტმა 33 ქულა ჩაგვიგდო, ალეკსანდრ ვეზენკოვმა 28- სარედაქციო მინიშნება), მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩაგვიგდო. თამაშის წინ ბევრი ვისაუბრეთ დაცვაზე, განსაკუთრებით ამ ორი მოთამაშის წინააღმდეგ. რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამას დაცვა არ ერქვა, რაღაც სხვა იყო, მაგრამ ბერლინში წასვლა თუ გინდა, დაცვა უნდა ითამაშო. მადლობა და ბოდიში ფანებს, ისინი შეუდარებლად კარგები იყვნენ. ხვალ შესაძლოა, პლეიოფში გასვლის შანსი მოგვეცეს, ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ, რაც მთავარია, კალათბურთი უნდა ვითამაშოთ",  - ამბობს ზუროსი მატჩის დასრულების შემდეგ.




საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი გოგა ბითაძე იყო 21 ქულით. 19 ქულა დაუგროვდა გოგა ბითაძეს, 13 სანდრო მამუკელაშვილს, 10-10 დუდა სანაძესა და გიორგი შერმადინს, რომელსაც ეს ევრობასკეტი, აშკარად არ მიდის.




მოკლედ, საქართველოს ნაკრები  ბერლინში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეგმგზავრება, თუ ბოლო ტურში მონტენეგროს დამარცხებას მოახერხებს, ბელგია კი, რომელიც დღეს, თურქებთან ძალიან  დაიღალა, ბულგარეთს მოუგებს.


A" ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება გაინაღდეს ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა, რომლიბიც ჯგუფის ბოლო შეხვედრას ერთმანეთში ითამაშებენ და პირველ ადგილს გაითამაშებენ. შეხვედრა თბილისში, 15:30 წუთზე დაიწყება.




დღეს კი, თურქეთის ნაკრებმა, წინა საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სრული მობილიზება მოახერხა და ბელგიის ნაკრები 63-78 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თურქებმა გამარჯვებისთვის პლაცდარმი, პირველივე მეოთხედში გაამზადეს, როდესაც ჯგუფის მთავარი ფავორიტის, ესპანეთის დამმარცხებელ ბელგიას 6-20 მოუგეს. ერგინ ათამანის გუნდმა ამ და მომდევნო მეოთხედში, რომელიც თურქებმა 24-17 დათმეს, მოახერხა თამაშის გაკონტროლება. ჯედი ოსმანს, რომელსაც რეალურად პირველ სამ შეხვედრაში გუნდის ლიდერობა მოუხდა, ამ ჯერზე ათამანმა, ნაკლებლად დატვირთა. კალათბურთელმა პარკეტზე 30 წუთი კი გააკატარა, თუმცა, მხოლოდ 8 ქულის აღება მოახერხა. სამაგიეროდ, შეუჩერებელი იყო, თურქთა ამომავალი ვარსკვალვი, ალფერენ შენგიუნი, რომელმაც პარკეტზე 31:05 წუთი დაჰყო და გუნდს, 24 ქულა მოუტანა, მისი მქკ კი, 28 იყო. ამ მაჩვენებლით, თურქმა, ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი აჩვენა. 16 ქულა ფურქან ქორქმაზის ანგარიშზე, რომელიც ჯგუფის წინა შეხვედრაში ჩვენს დუდა სანაძესთან ერთად, მსაჯებმა თამაშიდან გააძევეს.



სხვათა შორის, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც თურქები, საარბიტრაჟო სასამართლოში, „22  წამთან" დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ამასთან, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ჰადაიეთ თურქოლუ, მედიასთან მათ შორის, ქართულ მედიასთან საუბარშიც აცხადებს: „ქართული მხარის განცხადებას გავეცანი და ჩვენს პროვოკაცვიაზე საუბრობენ, ძალიან მარტივია, მოგვცენ ის ვიდეოჩანაწერი თუ რა ხდებოდა გასახდელ ოთახთან და ყველა კითხვა მოხსნილი იქნება, როდესაც არ გაძლევენ ამ ჩანაწერებს, ეჭვის საფუძველი კიდევ უფრო დიდია"-ო. რაც შეეხება თუქრულ-ბელგიურ დაპირისპირებას აქ, თურქებმა ბოლო ორო პერიოდიც მოიგეს 17-22, 16-19 და ხვალ, ესპანეთან ჯგუფში 1-2 ადგილებისთვის ითამაშებენ.




მატჩის ფოტო-ამბავი


მონტენეგროსთან დაპირისპირებაში, ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში ისეთ უპირატესობას მიაღწია, რომ მეორე ტაიმში, რეალურად მსუბუქად თამაშის უფლება მისცა თავს. სერხიო სკარიოლოს გუნდმა, რომელიც, ტრადიციულად ასისტენტს „ამუშავებდა", თავად კი, მშვიდად ადევნებდა თამაშს თვალს პირველი მეოთხედი მარტივად 17-27, მეორე კი, 14-26 მოიგო და დიდ შესვენებაზე, მთელი 22-ქულიანი სხვაობით (31-56) გავიდა.




ტრადიციულად ამ და მეორე ტაიმშიც შედეგიანი იყო ვილი ერნანგომესი რომელმაც საერთო ჯამში 14 ქულა მიითვლა, თუმცა, საუკეთესო შედეგი მისი გუნდიდან დარიო ბრიზუელას ჰქონდა 18 ქულა, მათ შორის 4 სამქულიანი. ჩვენ კი, ამ ჯერზე მონტენეგროელთა თამაში უფრო გვაინტერესებდა, ვინაიდან, ჯგუფის ბოლო შეხვედრა, საქართველოს ნაკრებს სწორედ, მათთან უწვეს. სიმართლე გითხრათ, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ორივე გუნდი, რომლებსაც ამ ტურამდე გეგმა მინიმუმი შესრულებული ჰქონდათ, თავს, ჯგუფის ბოლო შეხვედრებისთვის ინახავდნენ, ესპანეთი უკეთესი პოზიციისთვის, მონტენეგრო კი, მათავარი კონკურენტი საქართველოს დამარცხებისთვის. ამ მხრივ, მონტენეგროელთაგან ხვალ ვლადიმირ მიჰაილოვიჩზე (18 ქულა), მარკო სიმონოვიჩზე (11) და კენდრიკ პერიზე (10) მოუწევს ზუროსის გუნდს მუშაობა. ჩევნი გუნდის ხვალინდელმა მეტოქეებმა, აქ, სხვაობის შემცირება (17-14, 17-15) ოდნავ მოახერხეს, თუმცა, მატჩი 65-82 წააგეს.


მატჩის ფოტო-ამბავი



რაც შეეხება დანარჩენ ჯგუფებს - მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება უკვე გაინაღდეს:

„B" ჯგუფიდან - გერმანიამ, სლოვენიამ და საფრანგეთმა

„С" ჯგუფიდან - საბერძნეთმა და უკრაინამ

"D" ჯგუფიდან  - პოლონეთმა, სერბეთმა და ფინეთმა

იხილეთ მომდევნო ეტაპის სათამაშო ბადე