სტანოიევიჩის გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა, მაქსიმუმი მე-5 ადგილი იქნება
სტანოიევიჩის გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა, მაქსიმუმი მე-5 ადგილი იქნება
07.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. დეიან სტანოიევიჩის გუნდი რომელმაც სპლიტში მიმდინარე ჩემპიონატზე 1/4 ფინალში გასვლა მოახერხა, ტურნირის მასპინძელ ქვეყანას და წყალბურთის ერთ-ერთ გრანდს, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა.

მასპინძლებმა პირველივე პერიოდში მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება და თანაც, საკუთარი კარის მშრალად შენახვა. ეს მონაკვეთი 4-0 დასრულდა. თუმცა, ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოახერხა და მოდევნო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაიმართა, 2-2. მომდევნო ორ პერიოდში ხორვატები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ორივე მონაკვეთი მოიგეს 6-1, 3-2. საბოლოოდ კი, ხორვატებმა 15-5 იმარჯვეს. ქართველთაგან გოლები ნიკა შუშიაშვილმა (3), ანდრო ბითაძემ (1) და გიორგი მაგრაქველიძე (1) გაიტანეს.


მიუხედავად იმისა, რომ  საქართევლოს ნაკრები მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა,  ის სპლიტში ასპარეზობა აგრძელებს და 8 სექტემბერს, მე-5 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება. ხორვატები კი, ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ და ½ ფინალში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.