ჩარტერული რეისები ბერლინის მიმართულებით საქართველოს ნაკრების გარეშე გაფრინდებიან
ჩარტერული რეისები ბერლინის მიმართულებით საქართველოს ნაკრების გარეშე გაფრინდებიან
07.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, ფიბა-ს ჩარტერული რეისებით ესპანეთის, თურქეთის, ბელგიისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრებები ბერლინში გაემგზავრებიან. სამწუხაროდ, ამ გუნდებს შორის ვერ მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც ევრობასკეტის  A ჯგუფში, მხოლოდ ერთი თამაშის მოგება მოახერხა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად არა თუ საკმარისი გამოდგა, არამედ, ჩვენმა გუნდმა ჯგუფშიც კი, ბოლო ადგილი დაიკავა.

„ჩვენთვის ძალიან რთული მომენტია. სამწუხაროდ, მეტოქეს შეტევაში 15 მოხსნა ჰქონდა. შედეგად 17 ქულა ჩაგვიგდეს, ბოლო წამებზე კი 10 აიღეს", - ამბობს ილიას ზუროსი და განაგრძობს, „მეორე მხრივ, კალათბურთელები ძალიან ეცადნენ, მიუხედავად იმისა, რომ  იყო შეცდომები,  მაინც ბოლომდე იბრძოლეს".


საქართველოს ნაკრებმა ამჯერად, მონტენეგროს ნაკრებთან კვლავ კარგად დაიწყო, თუმცა, ისევ წააგო. ხარვეზებმა პირველივე მეოთხედშივე თავი იჩინა და ჩვენ, მონაკვეთი 3 ქულით, 19-21 წავაგეთ. პირველი მეოთხედის ტენდენცია მეორეშიც გაგრძელდა და მიუხედავა იმისა, რომ ამ დროს მონტენეგროს ერთ-ერთ მთავარ ძალას ბოიან დუბლიოევიჩს 4 პერსონალური ჰქონდა და მწვრთნელმა მას სკამი მიუჩინა, ქართველებმა ვერაფერი მოუხერხეს კენდრიკ პერისა და იგორ დრობნიაკს. მეორე მეოთხედი 16-20 წავაგეთ, ტაიმის მიწურულს კი, ანგარიში 35-41 იყო. პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო, რომლის ანგარიშზე ქულა იყო.




პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში ისეთი იყო, რომლის „ამოქაჩვაც" შეუძლებელი არ იყო,  შესაბამოსად საქართველოს ნაკრებიც ეცადა და ეს მეოთხედი 17-17 ითამაშა. დასკვნითი მეოთხედის წინაც, ტაბლოზე თუმცა, 52- 58  ეწერა, ანუ სხვაობა კვლავ 6 ქულა იყო. საქართველოს ნაკრებში, ამ მომენტშიც თად მაკფადენი ლიდერობდა, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა იყო, შემდეგ მოიდოდა დუდა სანაძე 12 ქულით, შერმადინი 10 ქულით. აქ, სუბიექტური დაკვირვებით, თავი ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა იჩინა - ქართველი კალათბურთელები, ხელსაყრელ მომენტებშიც კი, ფარის შეტევისგან თავს იკავებდნენ (ბურთის გაფუჭების გამო პასუხისმგებლობის აღებით) და ბურთის ზედმეტ გადამისამართებაში დროს კარგავდნენ - საბოლოოდ ან დრო იწურებოდა, ან სროლა იყო უშედეგო. ეს, საქართველოს ნაკრებში, მსოფლიოს მომავალი შესარჩევების წინ, კიდევ ერთი დამატებითი სამუშაოა. ამჯერად კი, ძალიან ელემენტარული შეცდომების გამო, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მეოთხედიც წააგო 21-23, საბოლოოდ კი, სხვაობამ 8 ქულა შეადგინა, 73-81. საქართველოს ნაკრები, თბილისში დარჩა, მონტენეგრო კი, ფიბა-ს ჩარტერში მოხდვა. საქართველოს ნაკრებიდან, მატჩის ბოლოს ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი იყო - 16 ქულით (მესამე პერიოდის ბოლოს ნაჩვენები შედეგით), სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 10 მოხსნა. შერმადინმა და სანაძემ საბოლოოდ, 14-14 ქულა მიითვალეს. მონტენეგროს რიგებში  კი, 22 ქულით იგორ დრობნიაკი გამოირჩა.




„მადლობა ფანებს და ბოდიში, რომ ვერ მოვახერხეთ პლეი ოფში გასვლა. ზაფხულში ბევრი რამ მოხდა, მილიონი პრობლემა შეგვექმნა. თოკო შენგელია ტურნირამდე 1 კვირით ადრე დავკარგეთ. ის უმნიშვნელოვანეს მომენტებში დაგვაკლდა, დარწმუნებული ვარ, თუნდაც დღევანდელ შეხვედრაში შენგელიას ყოფნა ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა. ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშე გვყავს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს. ტირილი არ უნდა დავიწყოთ (თუმცა, დუდა სანაძემ მატჩის შემდეგ იტირა - სარედაქციო შენიშვნა), საქმე უნდა გავაგრძელოთ. თავი ავწიოთ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კარგად ვითამაშოთ. ყველას მადლობა, ნაკრების მთელ შტაბს, მათ ძალიან ბევრი იშრომეს", - იტყვის მატჩის შემდეგ ზუროსი, რომელსაც ბუნებრივია, წარუმატებელი ევრობასკეტის შემდეგ, გუნდიდან წასვლის შესახებაც ჰკითხეს. ზუროსს ამ მომენტში, მსოფლიოს შესარჩევის ბოლომდე კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა, ფაქტია, შესარჩევი ციკლის დასრულებამდეც გუნდში ცვლილებებია მოსალოდნელი - დიდი ხანია ცნობილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილ ფანჯარაში არ იქნებიან „ამერიკელები", არ იქნება არც თოკო შენგელია, რომელსაც ჯერ ისევ ტრავმა აქვს მოსაშუშებელი და თუ, იქნება, ფორმამდე ბევრი დააკლდება. ამ თამაშებზე გუნდთან ერთად იქნება გიორგი შერმადინიც, რომელსაც ბოლო პრეს-კონფერენციის დროს, წამოსცდასავით, სანაკრებო კალათბურთის დასრულების შესახებ.


მატჩის ფოტო-ამბავი