
10 სექტემებრს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ხორვატიულ სპლიტში ბოლო შეხვედრას გამართავს. თამაში, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება და ჩვენი მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იქნება, რომელსაც ქართველი წყალბურთელები, ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სტარტზე შეხვხნენ და დაძაბულ ბრძოლაში 11-14 (3-5, 2-4, 3-4, 3-1) დამარცხდნენ. შესააბამისად, მე-7 ადგილისთვის ბრძოლის გარდა, დეიან სტანოიევიჩის გუნდი, რევანშის აღებასაც შეეცდება.
დღეს კი, ჩვენი ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ცოტა გოლი გავიდა, თუმცა, ფრანგებმა, საქართველოს ნაკრებთან შედარებით 2 გოლით მეტი გაიტანეს და 7-5 გაიმარჯვეს. ახლა ფრანგები, მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის 2 პერიოდი, პირველი და ბოლო ფრედ დასრულდა, 1-1 და 2-2. ორ მეოთხედში კი ფრანგებმა, მინიმალური ანგარიშით 1-2 იმარჯვეს.

დღევანდელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებიდან გოლები ნიკა შუშიაშვილმა (3), ანდრო ბითაძემ (1) და ბორის ვაპენსკიმ (1) გაიტანეს.
და ბოლოს, წყალბურთში, რიგით 35-ე ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი საქართველოს ნაკრების მეკარის, ირაკლი რაზმაძის ნიშნობის ფოტოებს ავრცელებს. ქართველთა კარის მცველმა, რჩეული ლიზა, სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ დანიშნა.
![]() |
|
ფოტო: @35th LEN European Water Polo Championship - Split2022





ჩვენ










