28 აპრილი, 20:00, „დინამო თბილისი“ – „სპარტაკი“ მოსკოვი
28 აპრილი, 20:00, „დინამო თბილისი“ – „სპარტაკი“ მოსკოვი
26.04.2018
ავტორი:

ვიტალი დარასელიას ტურნირზე ½ ფინალისტები გამოვლინდნენ. 28 აპრილს, „დინამოს აკადემიაში", 20:00 „დინამო თბილისი" მოსკოვის „სპარტაკს" შეხვდება. ამ ორი კლუბის ისტორიული დაპირისპირებები, მიუხედავად იმისა, რომ გუნდები თითქმის 30 წელია აღარ შეხვედრილან ერთმანეთს, თბილისში ჯერ კიდევ ახსოვთ. დინამოელთაგან განსხვავებით, რომლებმაც „ა" ჯგუფის ყველა მატჩი მოიგეს და ტურნირის ეს მონაკვეთი ქულების მაქსიმალური რაოდენობით დაასრულეს, „სპარტაკმა", მხოლოდ 2 შეხვედრის მოგება შესძლო და „ბ"ჯგუფში, მეორე ადგილზე გავიდა. ამ ჯგუფის გამარჯვებული კი „ესპანიოლი" გახდა. კატალონიელები ½ ფინალში, „ა" ჯგუფის მეორეადგილოსან მინსკის „დინამოს" დაუპირისპირდებიან, რომლის მეკარეც  ტიმოფეი იურასოვი, ტურნირის საუკეთესო მეკარის სახელის მოსაპოვებლად, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ პრეტენზიას აცხადებს.

26 აპრილს კი, ჯგუფური ტურნირის ბოლო დღე კიევის „დინამოსა" და „ესპანიოლის" შეხვედრით დაწყო. კიეველებმა, მატჩის დებიუტში, ივან ვიდოსევიჩის დარტყმით გახსნეს ანგარიში, 1-0. ამ შეხვედრაში, მეორე გოლი, მხოლოდ 41-ე წუთზე გავიდა. მისი ავტორი, „ესპანიოლის" რიგებში, შეცვლაზე შემოსული ჟერარ ფერეირა გახდა, 1-1. აღსანიშნავია, რომ მატჩის მანძილზე, ორივე გუნდი უტევდა, თუმცა, მეტი გოლი ამ თამაშში აღარ გასულა.

„ბ" ჯგუფის მეორე შეხვედრაში, სფფ აკადემიის გუნდს, მოსკოვის „სპარტაკთან" მატჩში შეეძლო პრესტიჟის ქულა მაინც აეღო. თავის მხრივ, „სპარტაკმაც" კარგად იცოდა, რომ ½ ფინალში უკვე განაღდებული ჰქონდა ასპარეზობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსკოველებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს და მე-20 წუთზე ანგარიში გახსნეს. 1-0, გოლი მაქსიმ ერმაკოვმა გაიტანა. სფფ-ელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშის გათანაბრება შესძლეს, 1-1. გოლი, დავით გოგოხიას ანგარიშზეა. ამის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები უფრო გააქტიურდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყეს „სპარტაკის" კარის მიმართულებით. თუმცა, მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. სამაგიეროდ, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, გამარჯვების გოლი გაიტანა ვიტალი შიტოვმა 2-1. ამ გამარჯვების შემდეგ, „სპარტაკს" 6 ქულა დაუგროვდა და „ესპანიოლის" შემდეგ ჯგუფში მეორე ადიგლი დაიკავა.

სფფ აკადემიამ, ვიტალი დარასელიას ტურნირი ქულის გარეშე დაასრულა. თუმცა, აღსანიაშნავია, რომ ამ გუნდის ძირითადი ბირთვი, ამჯერად 15-წლამდე საქართველოს ნაკრებთან ერთად ანტალიაში იმყოფება და საერთაშორისო ტურნირში წარმატებით ასპარეზობს. მათ ნაცვლად კი სფფ-ს აკადემიის რიგები ქვედა ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებით, ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე შეავსეს. ამდენად, მოთამაშეება, დროის მცირე მონაკვეთში შეთამაშება ვერ მოასწრეს. თუმცა სფფ-ელები იმედოვნებენ, რომ ჯერ მიმდინარე ტურნირზე, პრესტიჟის გამარჯვებას მოახერხებენ. მომდევნო ტურნირზე კი, მხოლოდ მოსაგებად გამოვლენ.

ვიტალი დარასელიას ტურნირის დებულების თანახმად, ½ ფინალების გარდა, გათამაშდება 5-8 ადგილები. ამ ჯერზე, სფფ-ს აკადემია  იტალიურ „ჯენოას" შეხვდება. კიევის „დინამო" კი „ვიტესს" დაუპირისპირდება, რომლებმაც ქართველების მსგავსად, დარასელიას ტურნირის ჯგუფური ეტაპი ქულის გარეშე დაასრულეს. რაც შეეხება კიევის „დინამოს" დარასელიას ტურნირის 2017 წლის გამარჯვებულსა და თასის მოქმედ მფლობელს, 2018 წლის გათამაშებაში თამაში აშკარად არ წაუვიდა.

„ჯენოა", რომელმაც „ა" ჯგუფში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო, მომდევნო 2 დღის მანძილზე ჯერ „დინამო თბილისთან", დღეს კი მინსკის „დინამოსთან" დამარცხდა. თბილისელებთან მატჩის მსგავსად, „ჯენოამ" რომელსაც ძირითადი შემადგენლობის 4 მოთამაშე (3, წინა დღით გაგდებული და ერთიც ტრავმირებული) აკლდა, შეხვედრა მატჩის სტარტზევე წააგო, როდესაც სწრაფი გოლის შემდეგ, კიდევ ერთი გაუშვა. მე-5 წუთზე ანგარიში ალექსეი ფირსოვმა გახნა, 1-0. მომდევნო გოლი კი ვლადისლავ ლოჟკინმა გაიტანა 2-0. იტალიელებმა ამის შემდეგ, რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარის კარს, რომელიც გოლის გაშვებას არ აპირებდა. თუმცა, ერთ-ერთი შეტევისას ალბი ანშარმა, მაინც მოახერხა გოლის გატანა, 2-1. იტალიელებს ზეიმი არ ჰქონდათ დამთავრებული, როდესაც, მინსკელებმა ანგარიშში სტატუს-ქვო აღადგინეს, დმიტრი ლატიხოვმა მორიგი გოლი გაიტანა 3-1. მეორე ტაიმში ბელორუსები ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდნენ. ტემპერამენტული ჯენოელები კი ტყუილად ცდილობდნენ მათთვის ეჯობნათ. მატჩის ბოლომდე, „დინამომ" კიდევ ორი გოლი გაიტანა და ანგარიში 5-მდე გაზარდა. ორივე გოლი ლოჟკინის ანგარიშზეა, რომელმაც ამ დღეს ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ჯენუამ" კი ორი, ზედიზედ დანიშნული 11-მეტრიანიდან, მხოლოდ ერთის გატანა შესძლო. გოლი ანტონიო ინსოლიტოს ანგარიშზეა. იტალიელთა მიერ დარტმული ორიდან ერთი 11-მეტრიანი კი ტიმოფეი იურასოვმა მოიგერია. ეს ბელორუსი მეკარის მეორე მოგერიებული პენალტია ამ ტურნირზე. საბოლოოდ მატჩი 5-2 დასრულდა.

ერთი ბურთით ნაკლები გავიდა „ა" ჯგუფისა და დარასელიას ტურნირის 2018 წლის გათამაშების ბოლო, ჯგუფურ შეხვედრაში. „დინამო თბილისმა" ჰოლანდიური „ვიტესი" 5-1 დაამარცხა. დინამოელი დავით ზურაბიანი პირველია, ვინც დარასელიას სახელობის მიმდინარე ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მატჩის დაწყებისთანავე გახსნა, 1-0. კიდევ ერთ გოლამდე, დინამოელებს სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდათ. ამჯერად თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა თავი 2-0. აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისი" ამ და შემდგომ მომენტებში, სრულად ფლობდა სათამაშო უპირატესობას. ახერხებდა მოედნის ყველა მონაკვეთში ბურთის გაკონტროლებას და „ვიტესის" კართან სახიფათო მომენტების შექმნას. მომდევნო გოლი, სტანდარტულიდან, შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა გაიტანა, 3-0. მატჩის დასრულებმადე 9 წუთით ადრე, ჯადული იობაშვილმა მე-4 გოლის გატანა შესძლო 4-0. მანვე დაუსვა წერტილი მატჩს საბოლოო ანგარიშს. თუმცა, მანამდე, „ვიტესის" ფეხბურთელებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს 4-1. გოლი ჰოლანდეილთა შორის, შეცვლაზე შემოსული აზიზ სესაიას ანგარიშზეა. მატჩი, კი როგორ გითხრაით 5-1 დასრულდა. „დინამო თბილისმა" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ახლა დარასელიას თასის ½ ფინალში, მოსკოვის „სპარტაკთან" თამაშს ელოდება.

ხვალ, 26 აპრილს, დარასელიას ტურნირზე დასვენების დღეა. 28 აპრილიდან კი, „დინამოს აკადემიაში"  ½ ფინალები გაიმართება.

ასევე ნახეთ:  ტურნირის პირველი დღე

ტურნირის მეორე დღე

ტურნირის შესახებ