ქართველები უეფა-ს ევროტურნირებზე
ქართველები უეფა-ს ევროტურნირებზე
09.09.2022
ავტორი: TSFF.GE

დაახლოებით 8-9 დღეში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის С დივიზიონის დარჩენილი ორი მატჩის სათამაშოდ შეიკრიბება. 23 სექტრემებრს „დინამო არენაზე" ვილი სანიოლის გუნდი ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება, 26 სექტემბერს კი, ჩვენები გიბრალტარში, ჯგუფის ბოლო შეხვედრას გამართავენ. ამ ეტაპზე უცნობია ვის მოუხმობს ვილი სანიოლი. თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელი, რომ საქართველოს ნაკრებში აუცილებლად იქნება გამოძახებული ეჭვგარეშეა. მანამდე კი, ამ ფეხბურთელებისთვის უეფა-ს ევროტურნირები ჰქონდათ.


ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი გამართა. „ნაპოლიმ" საშინაო შეხვედრაში „ლივერპული" 4-1 დაამარცხა, ხვიჩას ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.


უეფა-ს  ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში „კოპენჰაგენი" სტუმრად დორტმუნდში 3-0  დამარცხდა. დავით ხოჭოლავამ მოედანზე 81 წუთი გაატარა.


უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებაში, ბრატისლავის „სლოვანი" ლიეტუვურ „ჟალგირისს" შეხვდა, მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.


ამავე ტურნირზე პოზნანის „ლეხი" სტუმრად დამარცხდა „ვილიარეალთან", ანგარიშით 4-3. 90 წუთი იყო მოედანზე ნიკა კვეკვესკირი. გიორგი წიტაიშვილი კი, მინდორზე დრაში 78-ე წუთიდან გამოვიდა.




ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩს მოემსახურა 8 სექტემბერს, გიორგი ყრუაშვილი, რომელსაც ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია ეხმარებოდნენ. მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილი იყო. ქართველებმა ლარნაკაში, კვიპროსის „აეკისა" და საფრანგეთის  „რენის" შეხვედრა განსაჯეს. მატჩი 1-2, სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.