
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა. გამომდინარე იქიდან, რომ დეიან სტანოიევიჩის გუნდმა, ჯგუფიდან გასვლა და ¼ ფინალში თამაში მოახერხა ქართველ წყალბურთელთა შედეგი წარმატებულად შეიძლება შეფასდეს, რადგან წინა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ჩვენივე შედეგი (მე-10 ადგილი) სპლიტში გავაუმჯობესეთ.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ჩვენი გუნდი, ევროპის ჩემპიონატსი ჯგუფურ და ჩემპიონატის დასკვნით შევხერდებში ერთსა და იმავე გუნდს, მონტენეგროს დაუპირისპირდა და ორივე მატჩში იდენტური ანგარიშით 14-11 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ოთხი მონაკვეთიდან მხოლოდ ერთი, ბოლო პერიოდი მოიგო ერთი ბურთის სხვაობით, 2-3. საწყის სამ პერიოდში კი, მონტენეგროელებმა ნელ-ნელა მოახერხეს კომფორტული უპირატესობის მოპოვება 6-4, 2-1, 4-3. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ისინი 11-8 იგებდნენ და ერთადერთი რისი გაკეთებაც ევალებოდათ, ნაკლები გოლის გაშვება იყო.
ამ დღეს, საქართველოს ნაკრებიდან გოლები 8 წყალბურთელმა გაიტანა: ანდრო ბითაძემ (1), ბორის ვაპენსკიმ (2), იოვან სარიჩმა (2), ნიკა შუშიაშვილმა (1), ვატო დადვანმა (1), ფაბიო ბარალდიმ (1), დუშან ვასიჩმა (1) და მარკო ელაჩამ (1).
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ევროპის ჩემპიონი კი, ტურნირის მასპინძელი ხორვატიის ნაკრები გახდა, რომელმაც საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ფინალში იტალიის ნაკრები (მეორე პერიოდში გატანილი ერთადერთი გოლი) ბურთის სხვაობით 9-10 (3-3, 0-1, 4-4, 2-2) დაამარცხა და ევროპის რიგით 35-ე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ფოტო: @split2022.len.eu





ჩვენ












