პირველი მედალი კლასიკებიდან წურწუმიამ აიღო, ოქრო - სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა
პირველი მედალი კლასიკებიდან წურწუმიამ აიღო, ოქრო - სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა
11.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სერბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდა. საწყის ეტაპზე ქართული გუნდიდან, 4 ფალავანი ჩაერთო, რომელთაგანაც 1/2 ფინალაში გაღწევა, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოახერხა.   შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ასპარეზობას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. ბრინჯაოს მედლის მოგების შანი ჰქონდა იური ლომაძეს (77 კგ), რომელიც რეპეშაჟში სომეხ  მალხას  ამოიანს შეხვდა, თუმცა, მედლისთვის ბრძოლა სომეხმა გააგრძელა.

ხობელმა ფალავანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება. წურწუმია თავდაპირველად,  იორდანიის წარმომადგენელი  მოსტაფა  სულთან  რაიექ ალქადი 10-0 დაამარცხა. ამის შემდეგ, 1/4 ფინალში უზბეკ იასურბეკ ორტიკბოევ შეხვდეა და ანგარიშით 5-2 დაამარცხა.  ნახევარფინალში მისი მეტოქე ყაზახი  ამანგალი ბეკბოლატოვი იყო. ქართველმა აქაც გაიმარჯვა 5-3 და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში, წურწუმიას მეტოქე აზერბაიჯანელი  ელდანიზ აზიზლი იყო, რომელთანაც ჩვენიანი 0-8 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. შესაბამისად, ქართველმა ფალავანმა მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალს, ახლა ვერცხლიც შემატა.




დღესვე, ოქროს მედალი მოიპოვა 87კგ წონით კატეგორიაში, სერბეთის სახაელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა. ჩვენი გვერდი მორიგ ტიტულს ულოცავს ფალავანს და წარმატებულ კარიერას უსურვებს.