კიდევ ერთი ვერცხლი ბელგრადიდან!
კიდევ ერთი ვერცხლი ბელგრადიდან!
12.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მედლების მორიგი კომპლექტი (63კგ, 67კგ, 82კგ, 97კგ) გათამაშდა დღეს ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში. ისევე როგორც წინა დღეს, ამჯერადაც, ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ლერი აბულაძეს (63კგ), რომელმაც  ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა. ევროპის მოქმედი ჩემპიონმა, მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა და. ევროპის 2021 წლის ბრინჯაოს პრიზიორმა ამჯერად ფინალური ორთაბრძოლა სერბთის წარმომადგენელ სებასტიან ნადთან  გამართა და 1-3 დამარცხდა.

ფინალამდე, ჩვენებურმა პირველ შეხვედრაში 4-1 დაამარცხა ჩინელი ერბატუ ტუო. მეოთხედფინალში 7-2 მოუგო ყირგიზ ტინარ შარშენბეკოვს, ნახევარფინალში კი, ირანელ ალი რეზა აიატ ოლაჰ ნეჯატისთან გაიმარჯვა 2-1.


ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრები წააგეს ჯონი ხეცურიანმა (67 კგ), რომელმაც ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან წააგო 17-8, ხოლო, გელა ბოლქვაძემ (82 კგ)  უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვთან 3-1 დამარცხდა.


დღესვე, ასპარეზობა დაიწყო კლასიკოსთა ბოლო ორმა წარმოადგენელმა.  60კგ  წონით კატეგორიაში, ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (2019 და 2021) და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი (2021) 23-წლამეთა შორის ფრიდონ აბულაძე, ასპარეზობას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.


130 კგ  წონით კატეგორიაში კი,  ევროპული თამაშების ჩემპიონმა (2019), ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა და მსოფლიოსა 2-გზის და ევროპის 3-გზის პრიზიორმა იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.