თბილისური ჯგუფიდან საჩემპიონო რბოლას მხოლოდ ესპანეთი აგრძელებს
თბილისური ჯგუფიდან საჩემპიონო რბოლას მხოლოდ ესპანეთი აგრძელებს
12.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

18 სექტემბრამდე ფიბა გულშემატკივართა ონლაინ გამოკითხვას შეუდგა. ევრობასკეტი 2022-ის მთავარ ორგანიზატორი MVP-ის გამოსავლენად ონლაინ გამოკითხვას აწარმოებს. ტიტულის მოსაპოვებლად კი, იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), სიმონე ფონტეკიო (იტალია), რუდი გობერი (საფრანგეთი), ვილი ერნანგომესი (ესპანეთი),ლაური მარკანენი (ფინეთი),მატეუშ პონიტკა (პოლონეთი) და დენის შრედერი (გერმანია). ფიბა-მ კალათბურთელთა ეს არჩევანი, გულშემატკივარს 1/8 ფინალის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე კი, ბერლინში, მერსედეს ბენც არენაზე 10 და 11 სექტემბერს, ევრობასკეტი 2022-ის მედლების მაძიებელი 8 გუნდის, 1/4 ფინალისტების ვინაობა გაირკვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ე.წ. თბილისის ჯგუფიდან ასპარეზობას მხოლოდ, ესპანეთის ნაკრები განაგრძობს. სერჯო სკარიოლლოს გუნდმა, ლიეტუვას დამარცხება, მხოლოდ ოვერტაიმში მოახერხა, 102-94.


ოვერტაიმი ითამაშა თურქეთის ნაკრებმაც, რომელმაც ფრანგებთან ურთულესი მატჩის შემოტრიალება მოახერხა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, გუნდის ლიდერს ჯედი ოსმანს, რომ გამართლებოდა და საჯარიმო სროლები ზუსტად შეესრულებინა. კიდევ ერთხელ არ გაუმართლათ თურქებს ოვერტაიმის მიწურულს, როდესაც ათამანის გუნდი 1 ქულით აგებდა, ბოლო წამებზე კი, ფუქრან ქორქმაზმა ბურთი და შესაბამისა მომდევნო ეტაპის საგზურის მოგების შანსიც დაკარგდა. საფრანგეთმა, 87-86 მოიგო.


ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენია, შეეცდება ბერლინში ტიტული დაცვას. მათ 1/8 ფინალების პირველი დღის წყვილებიდან, შეიძლება ითქვას, ყველაზე მარტივად გაიმარჯვეს და ბელგიას 88-72 მოუგეს. სხვათა შორის, ის, რაც გამოსდიოდა ბელგიას თბილისში, ამჯერად იმ თამაშისგან საკმაოდ შორს იყო, სლოვენია კი, ბელგიელებს ყველა შეცდომისთვის სჯიდა.


თბილისური ჯგუფიდან ბერლინის ჩარტერში მოხვედრილი კიდევ ერთი გუნდი, მონტენეგრო კი 85-79 დამარცხდა მასპინძელ გერმანიასთან.


სარკისებრად კურიოზული გამოდგა ევრობასკეტის 1/8 ფინალების მეორე დღე სადაც 3 შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დასრულდა. უკრაინა, 86-94 დამარცხდა პოლონეთთან, ფინეთმა, 94-86 მოუგო ხორვატიას. იტალიამ, სერბეთს მოუგო 94-86 და ევრობასკეტი 2022-ის ერთ-ერთი საჩემპიონო გუნდი, ასპარეზობას გამოთიშა. 1/4 ფინალის ბოლო ადგილი კი, საბერძნეთმა მოიპოვა, რომელმაც ამ დღეს, მომდევნო ეტაპზე გასული გუნდების მსგავსად, 94 ქულა დააგროვა, თუმცა, ორით მეტი ბურთი გაუშვა ფარში. საბერძნეთისა და ჩეხეთის შეხვედრა 94-88 დასრულდა.


ამგვარდა, ცნობილია 1/4 ფინალის წყვილებიც რომლებიც 13 და 14 სექტემბერს, მერსედეს ბენც არენაზე, უკვე ნახევარფინალისტებს გამოავლენენ.


13 სექტემბერი

19:15 ესპანეთი - ფინეთი

22:30 გერმანია - საბერძნეთი


14 სექტემბერი

19:15 საფრანგეთი - იტალია

22:30 სლოვენია პოლონეთი