
საქართველოს ეროვნიული ნაკრები 19 სექტემბრიდან უეფა-ს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშები დარჩენილი ორი შეხვედრისთვის შეიკრიბება. ჩვენი გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის დასკვნით მატჩებს 23 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და რამდენიმე დღეში, 26 სექტემბერს, გიბრალტარში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ტრადიციულად, შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანილიმ ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, სადაც პირველად წყალტუბოს სამგურალის მეკარე ლევან შოვნაძე მოხვდა. ვილის მიერ გამოძახებულ 23 ფეხბურთელს შორის არიან:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი", წყალტუბო, საქართველო)
მეცველები: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი", დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე", ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), ჯიმი ტაბიძე („დინამო", თბილისი, საქართველო)
ნახევარდაცველები/თავდასხმელები: საბა ლობჟანიძე („ჰათაისფორი", ანთაქია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი", სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი", სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).
ასევე ტრადიციულად, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ხვალ 15 სექტემბერს, 15 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სასტუმრო „შერატონში" ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
სექტემბრის თვის თამაშების განრიგი:
23 სექტემბერი - 20:00
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
26 სექტემბერი - 22:45
გიბრალტარი - საქართველო





ჩვენ








