
ცოტა ხნის წინ თორნიკე შეგელიამ პირად სოციალურ ქსელში „Amore Infinito" დასათაურებით ვიდეო გაავრცელა. „მოგესალმებით ყველას, ძალიან, ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. მე მომიწევს სეზონის დასაწყისის გაცდენა, მაგრამ არაფერია. მალე „დავბრუნდები". ერთი მინდა ვთქვა - მადლობა გადავუხადო ყველა ფანს, რომლებიც მიგზავნიდნენ საოცარ შეტყობინებებს და კიდევ... გიგზავნით უსასრულოს სიყვარულ", - მიმართავს საქართველოს ნაკრები კაპიტანი, იტალიური „ვირტუს ბოლონიას" გულშემატკივარს, რომელთანაც ქართველმა ხელშეკრულება კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.
თორნიკე შენგელია, რომელიც „ვირტუს ბოლონიას" წინა სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და იტალიურ კლუბს ევროთასის მოგებასა და ევროლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. განახლებული კონტრაქტით, იტალიური კლუბის წევრი 2024 წლის 30 სექტემბრამდე იქნება. ხოლო ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, ამ კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც არის გათვალისწინებული.
„ვირტუსი", სეზონს იტალიის სუპერთასზე, ქვეყნის ჩემპიონ „ოლიმპია მილანოსთან" შეხვედრით გახსნის. თუმცა, 28 სექტემბერს თოკო, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ისევე, როგორც 2 ოქტომბერს, როდესაც სერია A-ს სასტარტო ტურში, ქართველის გუნდი, „ბასკეტ ნაპოლის" ეთამაშება. შენგელიას მოუწევს გამოტოვოს, კიდევ ერთი შეხვედრა, 7 ოქტომბერს - ამჯერად, ევროლიგის თამაშისა „მონაკოს" წინააღმდეგ.
დიდი ალბათობით, თოკო, რომელიც უკვე ბოლონიაშია და სანაკრებო თამაშების დროს მიღებულ ტრავმას იშუშებს, ნოემბრიდან თამაშს მოახერხებს. ამის იმედი, „ვირტუსთან" ერთად, ქართული კალათბურთის ქომაგებსაც აქვთ.





ჩვენ








