21 წლის ლუკა კუტალაძის შოუ აჭარაბეთ არენაზე
21 წლის ლუკა კუტალაძის შოუ აჭარაბეთ არენაზე
15.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" 21 წლის მეკარე ლუკა კუტალაძე, მხოლოდ ორი „დინამოს" დაპირისირების გმირი არ გამხდარმა. დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილმა, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე" 120 წუთის მანძილზე კარი მშრალად შეინახა და შემდეგ, სამი 11-მეტრიანი აიღო ზედიზედ, რითაც პენალტების არასრულ სერიაში, საკუთარ გუნდს, ¼-ის საგზური მოუტანა. „დინამო თბილისმა", ბათუმის ახალ სტადიონზე, მართალია სათასო, თუმცა, თავისი პირველი შეხვედრა მოიგო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი კი, თასის გათამაშებას, პირველი ეტაპიდანვე გამოეთიშა. თუ ვინ, იქნება თასის გათამაშებაზე თბილისელთა მეტოქე, უახლოეს დღეებში გაირკვევა. ბათუმის „დინამო" კი, ახლა ეროვნულ ჩემპიონატზე შეეცდება მცირე, თუმცა, იმ უპირატესობის შენარჩუნებას, რომელიც საჩემპიონო ტიტულის დაცვაში აუცილებლად გამოადგება.

პენალტების სერიაში 1-1 (4-2) მოახერხა გათამაშების მომდევნოე ეტაპზე გასვლა თბილისის „ლოკომოტივი 2"-მა, რომელმაც „თელავი" საგურამოს ბაზაზე დაამარცხა.


პენალტების სერიამდე არ მისულა საქმე, თუმცა, კიდევ ერთ თბილისურ კლუბს, თასისი მოქმედ მფლობელს, რომელიც ბათუმელების მსგავსად, გათამაშებაში ამ ეტაპიდან ჩაერთო, 1/4 ფინალში გასასვლელად დამატებითი დრო დასჭირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. მეოთხედფინალური გოლი კი, მე-100 წუთზე, ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა „საბურთალომ" 2-3 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.


13 და 14 სექტემბერს გამართული მერვედფინალების შემდეგ, დ. ყიფიანის თასის 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს: „რუსთავმა", „გურიამ", „დილამ", „ტორპედომ" და „შუქურამ".


„დინამო თბილისი 2"-  „დილა"  1-4

„ლოკომოტივი 2"  -  „თელავი" 1-1 (P 4-2)

„ზანა" -  „გურია" 1-4

„ვარკეთილი" - „რუსთავი" 2-3

„დინამო" ბათუმი - „დინამო თბილისი" 0-0 (P 0-3)

„შუქურა"- „ლოკომოტივი" 2-0

„სპაერი"  - „ტორპედო" 0-1

„მერანი" მარტვილი - „საბურთალო" 2 - 3 ET