
19 სექტემბრიდან, თბილისის ზღვის ბაზაზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2022 წელს დიდი ალბათობით ბოლოჯერ არ შეიკრიბება. შესაბამისად, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლის იმედი აქვს, რომ იმ მომენტისთვის გუნდთან ერთად იქნებიან ოთარ კიტეიშვილი და ვაკო გვილია, რომლებიც ამჯერად ტრავმებს იშუშებენ და მომდევნო თამაშებისთვის მზად იქნებიან. საერთოდ, სანიოლი, დღეს, „შერატონში" გამართული ტრადიციული შეხვედრისას მედიასთან რამდენჯერმე გაამახვილებს ყურადღებას, რომ გუნდში, ყველა პოზიციაზე კონკურენცია გაზრდილია. მათ შორის მეკარის პოზიციაზე, ჯერ გაფართოებულ შემადგენლობაში, ნაკრები, ახალ სახელებს განიხილავს. ერთ-ერთი ასეთი სახე, „სამგურალის" კარის მცველია.
„ბოლო წლებში შემადგენლობაში გვყავდა კუპატაძე, რომელიც ამ მომენტში უგუნდოდ არის და არ არის ჩვენთან ერთად (წლების წინ უგუნდოდ მყოფ ჯაბა კანკავას, ვლადიმირ ვაისმა მისცა თამაშის საშუალება. თუმცა, აქ, პოზიციიდან გამომდინარე მიიღო სანიოლიმ მსგავსი გადაწყვეტილება - სარედაქციო შენიშვნა). კუპატამ შარშან, ორი მატჩი ითამაშა შემადგენლობაში. ის ახლა არ არის ჩვენთან, არის შოვნაძე. ის არის ახალი მოთამაშე. ვნახავთ რას გააკეთებს. ასევე მიზანში გვყავდა კერესელიძე „დინამო თბილისიდან", მაგრამ სამწუხაროდ, მან ტრავმა მიიღო... კარგია, რომ გუნდში არ არის მხოლოდ ლორია და მამარდაშვილი... ისევე როგორც სხვა პოიზიცებზე, აქაც არის კონკურენცია", - ამბობს სანიოლი.

სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დაწყებამდე, ბუნებრივია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი, არ ლაპარაკობს, ვის და რა დოზით ვიხილავთ მომავალ ორ თამაშში, ჯერ თბილისში, ჩრდ. მაკედონიასთან და შემდეგ, გიბრალტარში. ერთადერთი რასაც სანიოლი ცდილობს მედიასთან განმარტოს ის არის, რომ ახლა, წინა სათამაშო ფანჯრისგან განსხვავებით, ცოტა, მხოლოდ 2 მატჩია სათამაშო. შესაბამისად, სამწვრთნელო შტაბსაც, ფეხბურთელთა გადატვირთვასთან დაკავშირებით, ნაკლები როტაცია დასჭირდება. ამიტომ, გაფართოებულ შემადგენლობაში, სანიოლიმ დაუძახა იმ კონკრეტულ ფეხბურთელებს, ვინც ამ მომენტში საუკეთესო ფორმაშია.
„მოხარული ვარ და მადლობელი, რომ ვაისმა მისცა ჩაკვეტაძეს თავის გუნდში თამაშის შანსი. ვფიქრობ, ჩაკვე არის ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესში და მან ეს, ჯერ გუნდში უნდა დაამტკიცოს. ჩვენ ის, მაშინაც გამოვიძახეთ, როცა ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდა, რადგან ის, ნაკრებისთვის საკვანძო მოთამაშეა. ახლა კითხვა ჩაკვეს მომავალზე, არის მხოლოდ მასზე დამოკიდებული. მან უნდა იმუშაოს საკუთარ თავზზე ყოვლედღიურად. ეს არც მე, როგორც ნაკრების მწვრთნელზე და არც ვაისზე, როგორც კლუბის მწვრთნელზე არ არის დამოკიდებული. ჩაკვემ უნდა გაიგოს, რომ თუ უნდა ავიდეს სიმაღლეზე, უნდა იმუშაოს ყოველდღიურად, მონდომებით", - ამბობს სანილი.
ხვიჩა კვარაცხელია, რომელზე დღეს უკვე მთელი ევროპა ლაპარაკობს, ბუნებრივია, რომ ქართულ მედიაშიც განხილვის მთავარი თემაა. ვილი სანიოლი თვლის, რომ ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე მეტი თავისუფლება სჭირდება, თუმცა, სრულიად ეთანხმება სპალეტის, რომელმაც გუშინდელი თამაშის შემდეგ, ქართველის მიმართ რამდენიმე საყვედური გამოთვქა - კვარა ყოველთვის მარტო ვერ გადაწყვეტს თამაშის ბედს და ბულგარეთთან თამაშის შემდეგ, მეც იგივე ვუთხარიო, ამბობს სანიოლი. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულია, რომ 21 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მოსმენა და ანალიზი შეუძლია, სწორი მუშაობის შემდეგ, კიდევ უფრო ახალ დონეზე გავა.
![]() |
![]() |
„მე ვცდილობ ზოგჯერ გავიგო, მთელი ეს აჟიოტაჟი და ყოვეთვის ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორც ჩემი მოთამშე. ხვიჩა, რომ ჩემი შვილი ყოფილიყო ყოველ დღე არ ვეტყოდი რომ ის საუკეთესოა, რადგან მაშინ ის არ გაიზრდებოდა. თუ გვინდა, რომ ხვიჩა გახდეს ერთ დღეს საუკეთესო მსოფლოში, 21 წლის ბიჭს ყოველ დღე არ უნდა უთხრა, რომ მაგარია.სჯობს ბალანსის დაცვა. რა თქმა უნდა მომწონს რასაც აკეთებს „ნაპოლიში". არის სხვა ქვეყანაში, სხვა გუნდში, სხვა ენაზე უწევს ურთიერთობა მაგრამ ის აკეთებს საქმეს. ის ჩემთვის არის თვისი შესაძლებლობების ზღვარზე და სრულად ვერ იყენებს. ყველა ხელს ვუწყობთ მას, უნდა გაიგოს, რომ გვინდა ერთ დღეს იყოს საუკეთესო", - ამბობს სანიოლი. აქვე დავამატებთ, რომ მწვრთნელის ამ მოსაზრებას, ჩვენი ვებ-გვერდი 100 %-ით ეთანხმება.
და ბოლოს ის, რითაც პრესკონფერენცია დაწყო და რაც რეალურად ყველაზე მეტად საფიქრებელი და მნიშნელოვანია. უეფა-მ უკვე გამოაქვეყნა, ის მოლოდინი, რაც ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ევროპული ფეხბურთის მთავარ სახლში აქვთ. მაგალითად С დივიზიონიდან ზევით, B დივიზიონში აინაცვლებენ: С1 ჯგუფიდან უკვე ნათელია, რომ თურქეთი, თუკი მოახერხებს და ბოლო ორი თამაშში არ წააგებს. ამ მომენტისთვის თურქეთს 12 ქულა აქვს. 12 ქულა აქვს საბერძნეთსაც, რომელიც С2 ჯგუფში, მთელი 6 ქულით უსწრებს მეტოქეებს და რეალურად თავი ქუდში აქვს. С3 ჯგუფში, 10 ქულა აქვს ყაზახეთის ნაკრებს, თუ ისინი, ბოლო ტურის წინა შეხვედრას მოიგებენ, სლოვაკეთი კი, თუნდაც ფრეს ითამაშებს აზერბაიჯანთან. რაც შეეხება ჯგუფს, რომელიც ჩვენ, ქართველებს ყველაზე მეტაც გვაინტერესებს - С4 ჯგუფში, საქართველო უკვე ცნობილია, რომ არც ერთ ვარიანტში არ დაქვეითდება, ისევე, როგორც ზემოთ ხსენებული ყველა ნაკრები და ერთი ლიგით ზევით აინაცვლებს, თუკი, მოახერხებს, რომ დარჩენილ თამაშებში არ დამარცხდეს.

„რა თქმა უნდა, ჩრდ. მაკედონია ძლიერი ოპონენტია და მთავარი მეტოქეა. ვერ ვიქნები ერთი ქულით კმაყოფილი. მე ვიქნები ბედნიერი, თუ პირველი პოზიციით დავამთავრებთ ჯგუფს, ეს არის ჩვენი მიზანი. აბსოლიტურად ფანტასტიკური იყო წარმოდგენა პირველ თამაშში. მე როგორც მწვერთნელი ველოდები კარგ თამაშს. იქნება ძნელი, ვიდრე ეს იყო სკოპიეში, როდესაც პირველ ტაიმში დავუშვით შეცდომები, მაგრამ მოვახერხეთ, მათი გამოსწორება და 0-3 მოვიგეთ," - ამბობს სანიოლი.
ჯგუფში პირველი ადგილის გარდა, არ იქნება ურიგო, თუკი საქართველოს ნაკრები, დივიზიონში, მინიმუმ მეორე ადგილის დაკავებას მოახერხებს - ანუ ოთხივე ჯგუფში მინიმუმ მეორე საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გახრდა. ამას კი, უახლოესი 11 დღე გამოარკვევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების C დივიზიონის ორ დარჩენილ შეხვედრას 23 და 26 სექტემბერს გამართავს.
სექტემბრის თვის თამაშების განრიგი:
23 სექტემბერი - 20:00
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
26 სექტემბერი - 22:45
გიბრალტარი - საქართველო





ჩვენ










