
ფიბა-მ, 5 სექტემბერს თბილისში, ევრობასკეტი 2022-ის ჯგუფრი ეტაპისას, თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დროს მომხდარი ინციდენტი განსახილველად სადისციპლინო კომისიას გადასცა. შესაბამისად, ინციდენტში ჩართული ორივე ფედერაციისა და ამ ფედერაციების წარმომადგენელი 4 კალათბურთელის ბედს, ფიბა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.
„საქმის დეტალურად შესწავლის, მათ შორის სათვალთვალო ვიდეო-კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ, ფიბა-მ წარმოებაში მიიღო საქმე გოგა ბითაძის, თორნიკე შენგელიას, დუდა სანაძისა და ფურქან ქორქმაზის მიმართ დისციპლინარული სასჯელის დაწესების თაობაზე. ასევე, აღნიშნული ფედერაციების წარმომადგენლების მიმართ ასაპორტული საქციელისთვის", - ნათქვამია ფიბა ევროპის სადისციპლინო კომიტეტის წერილში, რომელსაც საერთაშორისო და თურქული მედია ავრცელებს.
Basketbalnews.com-ის ინფორმაციით, ფიბა-მ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მოსთხოვა საკუთარი საკუთარი ჩამოყალიბებული პოზიციის დაფიქსირება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

კალათბურთის ქართველ გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ 5 სექტემბრის მატჩის დასრულების თანავე, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თურქულმა მხარემ დააფიქსირა, რომ მას შემდეგ, რაც თამაშის დროს, დუდა სანაძესა და ფურქან ქორქმაზს შორის მომხდარი ინციდენტი, უშუალოდ მოედანზე დასრულდა და ორივე მოთამაშემ მსაჯთა გადაწყვეტილებით დარბაზი დატოვა, გასახდელისკენ მიმავალ ქორქმაზსს, დერეფანში თავს დაესნენ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები.
საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ „თბილისი არენაზე" დერეფანში მომხდარი ქუჩაურ გარჩევას ჰგავდა და მასში ორივე მხარე მონაწილეობდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ იმავე თამაშის დროს, მსაჯთა დაუდევრობით დაიკარდა 22 წამი, რომელსაც თურქული მხარე ასევე დაობდა. თუმცა, მოგვიანებით, ფიბა-მ გადაწყვიტა, რომ 22 წამი, თამაშში რეალურად საქმეს ვერ შეცვლიდა და თურქეთის ფედერაციას თხოვნა არ დაუკმაყოფილა. რაც შეეხება საჩივრის მეორე ნაწილს (ჩხუბის ინციდენტს), მისი განხილვა ოდნავ გადადო და გუშინ, წარმოებაში მიღების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.






ჩვენ








