ესპანეთი - საფრანგეთი ევრობასკეტი 2022-ის ფინალური წყვილია
ესპანეთი - საფრანგეთი ევრობასკეტი 2022-ის ფინალური წყვილია
17.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევრობასკეტი 2022 წლის ფინალის წყვილი დღეს საღამოს გამოვლიდნა. ევრიბასკეტის 2013 წლის გამარჯვებული საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 18 სექტემბერს, ევროპის სამგზის ჩემპიონ ესპანეთს დაუპირისპირდება. ფრანგები, მიმდინარე ჩემპიონატში კარგ ფორმაში არიან, თუმცა, 1/2 ფინალიდან საფრანგეთის ნაკრებმა თითქმის, უბრძოლველად გააღწია, რამეთუ პოლონელებთან დაპირისპირების პირველივე ტაიმში თამაშის ბედი გადაწყვიტა.



ფრანგებმა პირველი მეოთხედი 9-15 მოიგეს, თითქმის ანალოგიური ანგარიშით, 9-19 დასრულდა მეორე მეოთხედიც. შესაბამისად პირველი ტაიმის შემდეგ, ფრანგები მშვიდად (18-34) მიიწევდნენ ნახევარფინალისკენ. შეხვედრის დარჩენილ 2 მეოთხედში, პოლონეთის ნაკრებმა კი მოახერხა 18-18 ქულის აღება, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ფრანგებმა მესამე და მეოთხე მეოთხედებში სტაბილურად 30 და 31 ქულა აიღეს და შესაბამისად, ნახევარფინალისთვის უჩვეულო ანგარიშით 54-95 გაიმარჯვეს. ფრანგთაგან, მიუხედავად იმისა, რომ მის ანგარიშზე მხოლოდ 6 ქულა იყო, მუსტაფა ფალი იყო. ფრანგთა 30 წლის ცენტრი, მქკ-ს მაჩვენებლით 23, ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე 6 ქულის გარდა, ამ შეხვედრაში 10 მოხსნა, 5 „ასისტი", 1 მოპარვა და 3 ბლოკი დაგროვდა. ყველაზე მეტი ქულა, 22 კი, ასევე საფრანგეთის ნაკრების წევრის, გერშონ იაბუსელემის ანგარიშზეა.




რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე ნახევარფინალური წყვილის თამაში, რომელშიც, ევრობასკეტის ფინალური ეტაპის მასპინძელი გერმანია, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ბოლო წამებამდე დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა და მიმდინარეობისას ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეუჩერებელი იყო დენის შრიოდერი. გერმანელის ანგარიშზე თამაშის ბოლოს 30 ქულა იყო და მისი მქკ 33-ს შეადგენდა. თუმცა, მეოთხე პერიოდიში, სკარიოლოს გუნდმა მეტ-ნაკლებად მოახერხა შროდერთან გამკლავებმა. გერმანელმა დასკვნით მეოთხედში მხოლოდ 2 ქულა აიღო და 2 ასისტი მიითვალა. სამაგიეროდ, ესპანელებმა მატჩის მიწურულს გაილაღეს - სამი პერიოდის (24-27, 27-19, 20-19) შემდეგ,  ანგარიში 71-65 იყო გერმანიის ნაკრების სასარგებლოდ.



ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელები ძალიან ბევრ სროლას აფუჭებდნენ. სკარიოლოს გუნდს, აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა. თუმცა, პერიოდის მიწურულს ესპანელებმა მოახერხეს მობილიზება. მოახერხეს გამართული თამაში დაცვაში, ბრაუნს კი, თამაში წაუვიდა. მას პერმანენტულად ვილი და ხუანჩო ერნანგომესებიც ეშველებოდნენ. საბოლოოდ, დრამატული ფინიში, 20-31 დასრულდა ესპანელთა სასარგებლოდ. შესაბამისად შეხვედრაც მოიგო 91-96.


ევრობასკეტი 2022-ის მეორე ფინალისტი გუნდიდან ლორენსო ბრაუნმა 29 ქულა და 6 ქულა დააგროვა. მქკ-ის მაჩვენებლითაც 27 ესპანელთა შორის საუკეთესო ბრაუნი იყო. ძების ანგარიშზე ამ დღეს საერთო ჯამში 29 ქულა დაგროვდა, ვილიმ 16, ხუანჩომ კი, 13 ქულა დააგროვა. 10 ქულა მოდის ალბერტო დიაზის ანგარიშზე.




და ბოლოს, ფინალამდე, რომელიც თბილისის დროით, 18 სექტემბერს 22:30 საათზე დაიწყება, მესამე ადგილისთვის, იმავე დარბაზში, ბერლინში, 19:15 საათზე გერმანიის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდება.




ფოტო: @FIBA