
დღეს, „დინამო არენის" სალაროში და TKT.ge-ს ონლაინ პლატფორმაზე, ფეხბურთში, უეფა-ს ერთა ლიგი გათამაშების C დივიზიონის მე-4 ჯგუფის ბოლოს წინა ტურის, ხოლო საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო საშინაო მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, 23 სექტემბერს, 20:00 დაიწყება. ბილეთების ფასი კი, 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს. ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა.
დღეს დილიდან „დინამო არენას" სალაროებთან, რომლებიც დილის 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, რიგებია. გადატვირთულია, ონლაინ პლატფორმაც, რომელიც დილიდან მცირე შეფერხებით მუშაობს TKT.ge.. ფაქტია, რომ 23 სექტემბერს „დინამო არენაზე" სრული ანშლაგი იქნება და თამაშზე დასასწრები ბილეთებიც, რეკორდულ დროში გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის წინა გათამაშებაზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, სწორედ ჩრდ. მაკედონიამ ააცალა ცხვირწინ ევროპის ჩემპიონატის საგზური. მაშინ, კოვიდ რეგულაციების გამო, ქართველთა გუნდს, მე-12 მოთამაშე დააკლდა. 23 სექტემბერს გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის C4 ჯგუფში ოფიციალურად გაიფორმებს პირველ ადგილს და შესაბამისად B დივიზიონის საგზურის მფლობელიც გახდება.
სფფ გულშემატკივართა საყურადღებოდ ერთ განცხადებას ავრცელებს: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

ფოტო: ხატია ცარციძე





ჩვენ








