
„საბურთალო" და „დინამო თბილისი" კვლავ თანაბარი ქულებით, სატურნირო ცხრილში გვერდი-გვერდ არიან. ეროვნული ლიგის გათამაშების მე-8 ტურის მატჩი საბურთალოელებმა ივანწმინდაში ითამაშეს და ქულები დაკარგეს.
„დინამო არენაზე" ითამაშა საქართველოს მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა. მე-8 ტურის მატჩში „დინამო თბილისმა" ფოთის „კოლხეთი 1913"-ს უმასპინძლა, რომელმაც წინა ტურში ზესტაფონში, „ლოკომოტივის" დამარცხება ადვილად, 3-1 მოახერხა. თუმცა, მეორე თბილისურ კლუბთან თამაში სხვა სცენარით წარიმართა და დინამოელებმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქეს პირველი წუთებიდან დიდი ძალებით შეუტიეს. პირველი გოლის კი „დინამომ" მე-13 წუთზე გაიტანა. ოთარ კიტეიშვილის დარტყმული კი მოიგერია ფოთელთა მეკარემ ანდრეი პოლტავცევმა, თუმცა დამატებაზე ბურთთან პირველი ბუდუ ზივზივაძე აღმოჩნდა, რომელმაც შანსი აღარ გაუშა ხელიდან, 1-0. უნდა აღაინიშნოს, რომ ზივზივაძეს ამ თამაშში, კიდევ რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, მათ შორის 11-მეტრიანის. თუმცა, დინამოელთა ფორვარდმა ამ დღეს, მხოლოდ ერთი გოლი ჩაიწერა სათვალავში. სამაგიეროდ, ამ დღეს დუბლი გაიფორმა დინამოელთა კაპითანმა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც საგოლე გადაცემების გარდა, ორი 11-მეტრიანი გამოიმუშავა, აქედან ერთი თავადვე შეასრულა ზუსტად 2-0.

„მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. მატჩის წინ გავიგეთ, რომ ამ გათამაშებაში, ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა ქულები დაკარგა და მოგების შემთხვევაში ვუთანაბრდებოდით. დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც სავარაუდოდ სწრაფმა გოლმა განაპირობა. რა თქმა უნდა გახარებული ვარ ჩემი გოლებით, მაგრამ გუნდის წარმატება პირველ პლანზეა და მოგებათა სერია აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ"- ამბობს ოთარ კიტეიშვილი, „დინამო თბილისის" კაპიტანი.
მეორე გოლი კიტეიშვილმა, მეორე ტაიმის დასაწყიში გაიტანა, 3-0. შესაძლოა ამის შემდეგ დინამოელებმა ჩათვალეს, რომ საქმე გააკეთეს და ოდნავ უყურადღებოდ დაიწყეს დაცვაში თამაში, რასაც ერთ-ერთი სტანდარტულის შემდეგ, 82-ე წუთზე, თბილისელთა კარში გოლი მოჰყვა. ფოთელთაგან, ერთად-ერთი გატანილი გოლის ავტორი, ლაშა გოგონაიაა 3-1. თუმცა, ზუსტად 3 წუთში, უკვე ფოთელთა კართან შექმნილი სტანდარტულის შემდეგ, გოლი „დინამოს" ახალგაზრდა მცველმა ლევან ხარაბაძემ გაიტანა 4-1.
ივანწმინდაში, „საბურთალომ" ვერ შესძლო 18 ქულისთვის მორიგი ქულა დაემატებინა. სოსო ფრუიძის შეგირდები კი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ მოედანზე. თუმცა, პირველი გოლი, სწორედ მათ კარში გავიდა. „ჩიხურა" - „საბურთალოს" შეხვედრაში, საბურთალოელთა მცველმა გიორგი რეხვიშვილმა ლუკა ლაკვეხელიანის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ, ყველას დაასწრო და ბურთი თავით გადაგზავნა დინო ჰამზიჩის კარში 0-1. საკუთარ კედლებში, „ჩიხურა" მარტივად არ აპირებდა თამაშის დათმობას. სოსო ფრუიძემ შეცვლაზე ირაკლი ბუღრიძე გამოუშვა, რომელმაც „საბურთალოს" კართან სიმწვავის გამძაფრება შესძლო. 77-ე წუთზე კი, ერთ-ერთი ასეთი მომენტის დროს, გოლის გატანაც მოახერხა, 1-1. დარჩენილ დროში, „საბურთალომ" ვერ შესძლო ქულის გადარჩენა. გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე, კახა კახაბრიშვილმა გაიტანა 2-1. ამ მატჩის შემდეგ, „ჩიხურას" 15 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე ამოინაცვლა.
კიდევ ერთი თბილისური კლუბი, რომელიც 2017 წლის გათამაშებაში, საუკეთესო ოთხეულის ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, ვერა და ვერ ახერხებს თამაშის მოგებას. უკვე მერამდენედ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდში სერიოზული საკადრო პრობლემებია. 26 აპრილს, „მიხეილ მესხი 2"-ზე „ლოკომოტივი" გორის „დილას" შეხვდა და 1-3 დამარცხდა. ანგარიში მე-19 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გოლი დილელთა ლეგიონერმა ლეანდრო რიბეირომ გაიტანა. კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ალვინ ფორტესმა „ლოკოს" კარი მეორედ, 30-ე წუთზე აიღო. კიდევ ერთი გოლი ტაიმის მიწურულს გავიდა. 11-მეტრიანი რომან ჭანტურიამ დაარტყა ზუსტად 1-2. თბილისელები, მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა, „ლოკოს" ვერც ცვლილებებმა უშველეს და თანაც საკუთარ კარშიც გოლი გაუშვეს 1-3. გადამწყვეტი გოლი, 11-მეტრიანით კვლავ რიბეირომ გაიტანა და ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

ფრედ, 0-0 დასრულდა, „სამტრედიისა" და „რუსთავის" შეხვედრა. იმერული კლუბი, მას შემდეგ, რაც ლანჩხუთში გადავიდა სათამაშოდ თამაშს აღარ აგებს. თუმცა, ვერც გოლის გატანას ახერხებს. „რუსთავმა" კი, მთელი ძალები მე-7 ტურში გორში დატოვა და ამდენად, „სამტრედიასთან" მიღწეული ფრეც აქტივში შეიძლება ჩაიწერონ.
ტურის ბოლო მატჩში, წინა, მე-7 ტურში თბილისურ კლუბებთან დამარცხებული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ „სიონმა", „დინამო თბილისთან" დათმო შეხვედრა. „ტორპედომ" კი „საბურთალოსთან" ძალიან უღიმღამო თამაში ჩაატარა. მე-8 ტურში „ტორპედოსა"და „სიონის" კი ქუთაისელებმა საკუთარი გულშემატკივრის წინ თავი არ შეირცხვინეს და მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ. ამ უპირატესობის ბრალი იყო ბოლნისელთა კარში გატანილი პირველი გოლიც. თენგიზ წიქარიძის მიერ ჩაწოდებული ბურთი სიონელთა მცველმა, ალექსანდრე გურეშიძემ, საკუთარ კარში ჩაჭრა და ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, 1-0. მეორე ტაიმის დასაწყიში „ტორპედომ" 2 წუთში ბოლნისს თამაში დაუმთავრა, როდესაც 50-ე და 52-ე წუთზებზე ჯერ ლევან კუტალიამ, თენგიზ წიქარიძემ გაიტანეს გოლები, 3-1. ტორპედომ" წარუმატებელი 2-მატჩიანი სერიის შემდეგ, როგორც იქნა 3 ქულა მოიპოვა
მომდევნო მე-9 ტური 1 და 2 მაისს ჩატარდება:
სამშაბათს, 1 მაისს:
15:30 „სიონი" - „ჩიხურა" / მიხეილ მესხი 2, თბილისი
18:30 „საბურთალო"- „სამტრედია" / „ მიხეილ მესხი" თბილისი
20:30 „კოლხეთი 1913" - „ტორპედო" /"დავით აბაშიძე", ზესტაფონი
ოთხშაბათი, 2 მაისს:
18:30 „რუსთავი" - „ლოკომოტივი" / „მიხეილ მესხი", თბილისი
20:30 „დილა" - „დინამო თბილისი" / „თენგიზ ბურჯანაძე", გორი
8 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშების ბომბარდირთა სიას 5 გატანილი გოლით დინამოელი ბუდუ ზივზივაძე უდგას სათავეში.





ჩვენ








