„სარბიელის“ პრიზი, ბოლოს და ბოლოს პატრონს ჩაბარდა...
„სარბიელის“ პრიზი, ბოლოს და ბოლოს პატრონს ჩაბარდა...
19.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საღამოს, ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთა ლიგის სექტემბრის ფანჯრისთვის შეკრებას ოფიციალურად დაიწყებს. თუმცა, მანამდე დღე, სპორტული გაზეთი „სარბიელის" ტრადიციული, თუმცა, 2022 წელს, საპატიო მიზეზების გამო, ოდნავ დაგვიანებული დაჯილდოვების ცერემონით დაიწყო. ღონისძიება, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის ხელშეწყობით ჩატარდა.


სასტუმრო „სტამბაში"  სპორტულმა ჟურნალისტებმა 2021-22 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დააჯილდოვეს. გამოკითხვაში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა, 75 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. სპორტული მედიის წარმომადგენლებს, სამი რჩეული უნდა დაესახელებინათ. საერთო ჯამში 18 ფეხბურთელი დასახელდა. ქულები კი, დაკავებული ადგილების მიხედვით ჯამდებოდა. ფინალური სამეული საკმაოდ საინტერესოდ დაკომპლექტდა - ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე და გიორგი მამარდაშვილი. ხმების უმრავლესობა და ჯამში 163 ქულა კი, გიორგი მამარდაშვილს (38 ჟურნალისტმა ის, პირველ ნომრად დაასახელა) ერგო, რომელმაც „ვალენსიაში" საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარდა. „მამარდამ" თასი, თავად ჩაიბარა.



„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრიზი. ალბათ უფრო იმის დამსახურებაა, რომ სხვებზე ადრე მოვხვდი ტოპ-ლიგაში. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ პრიზს იმსახურებენ და მომავალში მიიღებენ. ახლა ის დამრჩენია, რომ მიღწეულზე არ დავკმაყოფილდე და სხვა პრიზები მოვიგო. მადლობა „სარბიელს", მადლობა ჟურნალისტებს ასეთი დაფასებისთვის", - ამბობს მამარდაშვილი.


სხვათა შორის, აღნიშნული გამოკითხვაში, რომელიც 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს „მამარდა", აკაკი დევაძის შემდეგ, მეორე მეკარეა ვისაც ეს ჯილდო ერგო.


„სარბიელის" კიდევ ერთი რჩეული, თუმცა ამ ნომინაციაში, მხოლოდ აღნიშნული გამოცემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გიორგი წიტაიშვილი გახდა. მას, ეროვნული ნაკრებში კარგი დებიუტისთვის მისცეს პრიზი.



დღესვე, ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში და სპორტულ ფოტოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, კიდევ ერთხელ დააფასა ბადრი კეთილაძე. თანამედროვე ქართველი სპორტული ფოტოგრაფების მასწავლებელი, 2021 წელს გურამ თიკანაძის პრემიის ლაურეატი გახდა. პრემიის მიღებიდან მალევე კი, ბადრი გარდაიცვალა. დღეს, „სტამბაში" ბადრისთვის განკუთვნილი დიპლომი, მისმა მეუღლემ რუსუდან კალანდაძემ და შვილმა, მარიამ კეთილაძემ ჩაიბარეს.




და ბოლოს, გეტყვით, რომ ჩვენი გვერდის რჩეულები ამ გამოკითხვაში გახდნენ და ისიც, ნაკრებში გაწეული სამუშაოდან გამომდინარე თავდაპირველად და შემდეგ, საკლუბოდან:


საბა ლობჟანიძე



ხვიჩა კვარაცხელია




გიორგი ლორია