
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2022 წლის სეზონის მორიგი, 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები 12 ოქტომბერს გაიმართება. სფფ-ს სათაო ოფისმა ამის შესახებ დღეს, ოფიციალურად განაცხადა. მანამდე კი, მეოთხედფინალში მონაწილე გუნდების წილისყრა გაიმართა.
ისევე როგორც წინა რაუნდებისას, მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გაირკვევა. ამ ეტაპზე, გათამაშებაში დარჩენილ 8 გუნდს შორის, ერთი, „საბურთალო", დავით ყიფიანის თასის მოქმედი მფლობელია. ეროვნულ ლიგას, მის გარდა თასისი გათამაშების ამ ეტაპზე „დინამო თბილისი", გორის „დილა" და ქუთაისის „ტორპედო" წარმოადგენენ. გათამაშებაში მონაწილეობს ლიგა 2-ის ორი წარმომადგენელი, ქობულეთის „შუქურა" და „რუსთავია", „გურია" - ლიგა 3-დან და „ლოკომოტივი 2" ლიგა 4-დან.
წილისყრის შემდეგ, უკვე ცნობილი გახდა, რომ ელიგის წარმომადგენელთაგან ერთი გუნდი, აუცილებლად გამოეთიშება ასპარეზობას. მას შემდეგ, რაც 1/8 ფინალში გორის „დილამ", „დინამო თბილისი 2" დაამარცხა, ახლა, წილისყრის შემდეგ, მას, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, თბილისში, „დინამო არენაზე" მოუწევს თამაში. შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, „დინამო თბილისმა" 1/8 ფინალში, ბათუმის „დინამო", ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე პენალტების სერიაში დაამარცხა.
წილისყრის შედეგები:
„დინამო თბილისი" - „დილა" გორი
„ლოკომოტივი 2" - „გურია"
„რუსთავი" - „ტორპედო"
„შუქურა" - „საბურთალო".





ჩვენ








