საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა „რიგის თასზე“ ასპარეზობა წარმატებით დაიწყო
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა „რიგის თასზე“ ასპარეზობა წარმატებით დაიწყო
19.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ახალი თავგადასავლის წერას იწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს, თბილისში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს. 12 ოქტომბერს კი, საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.

ოფიციალურ თამაშებამდე, ჩვენი გუნდი, ამხანაგურ თამაშებს ატარებს. დღეს,  საქართველოს ნაკრებმა, ლატვიაში მიმდინარე „რიგის თასის" გათამაშა წარმატებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, 3-6 დღეს ლიეტუვას ნაკრები დაამარცხა. ანგარიში, ამ შეხვედრაში, თალესის გადაცემით სიმი საიოტიმ (00'39'') გახსნა. თუმცა, ლიეტუველებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს და წინ გასვლაც მოახერხეს. ამის შემდეგ, თალესმა (11' 34''), ამჯერად რონიონიოს გადაცემით, ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი, ნუკრი ჭუმბურიძის გადაცემის შემდეგ, ირაკლი თოდუამ (16'31'') საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა. ქართველთა გუნდისთვის მოულოდნელად დაიწყო შეხვედრის მეორე ნახევარი. მატჩის განახლებიდან ხუთ წუთში, ლიეტუველთა სახიფათო შეტევისას მეკარის საჯარიმო მოედნის გარეთ ხელით ითამაშა ზვიად კუპატაძემ, რისთვისაც მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. ამ მომენტდან ერთი წუთის ფარგლებში კი, ჯერ ვილიანი, შემდეგ კი თორნიკე ბუკია გააყვითლა. ამ მონაკვეთს, ქართველთა კარში გასული გოლიც მოჰყვა. ანგარიში გათანაბრდა, ავთანდილ ასათიანის გუნდმა კი, ნელ-ნელა მოახერხა თავის ხელში აყვანა და თამაში დაალაგა. ამის შემდეგ, ახმანაგური თამაში პატარა ბრძოლის ველს დაემსგავსა - ბრუნო პეტრის გადაცემით სიმი საიოტიმ (34'16'') საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გაიყვანა. მომდევნო გოლიც, კვლავ ბრუნოს გადაცემით, ამჯერად ვილიანის (39'25'') ანგარიშზეა. შეხვედრას წერტილი შეიძლება ითქვას მთელი გუნდის ეფექტურ კომბინაციას მოჰყვა, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე შოთა თოფურიამ დააგვირგვიან. სხვათა შორის შეხვედრის, ბოლო წუთები, ლიეტუველები ზედმეტი მოთამაშის გამოყენებას შეეცადნენ, თუმცა, ასათიანის გუნდმა, დაცვაშიც ყურადღებით ითამაშა და მეტოქე შეცდომაზე „წამოაგო"... ბოლო, 2 გოლი, სწორედ, ასეთი თამაშის შედეგი იყო.


„მოხარული ვარ, რომ ბელგიის მატჩამდე ორი ამხანაგური თამაში გვექნება. ამ შეხვედრებში ვნახავთ, თუ როგორ კონდიციაში არიან ჩვენი ფეხბურთელები, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სრული შემადგენლობით ფაქტობრივად არ შევკრებილვართ. ეს შეკრება მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კარგად მომზადებული შევხვდეთ ოფიციალურ თამაშებს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ორივე ამხანაგური თამაშის გამარჯვებით დასრულება", -ამბობს ასათიანი ტურნირის დაწყებამდე.


ავთანდილ ასათიანის გუნდი, ხვალ, 20 სექტემბერს მასპინძელ ლატვიის ნაკრებ დაუპირისპირდება. შეხვედრა, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.


საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ლატვიის შეკრებაზე:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი) ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)


წინა ხაზი: შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (თელასი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), სიმი საიოტი (ელექტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ვილიანი (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი)