ეროვნულმა შეკრება დაიწყო
ეროვნულმა შეკრება დაიწყო
19.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და გუნდში, შეკრების დაწყებამდე იძულებითი ცვლილებაა. ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, „მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ პირველად შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. დინამო თბილისის წევრმა ჯიმი ტაბიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სათამაშო ეპიზოდში შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო  და ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ჯიმი ტაბიძეს საქართველოს ნაკრების განაცხადში ბათუმის დინამოს წევრი გრიგოლ ჩაბრაძე შეცვლის".

ტაბიძის გარეშე, ვილი სანიოლის გუნდმა დღეს, თბილისის ზღვის ბაზაზე, ასარული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ლეგიონერების ნაწილი, საწვრთნელ შეკრებას 20 სექტემბრიდან შეუერთდება.


 ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის C4 ჯგუფის ორ დარჩენილ შეხვედრას 23 და 26 სექტემბერს გამართავს. პირველი შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, მატჩამდე 5 დღით ადრე, სრულად გაიყიდა.  სფფ აფრთხილებს გულშემატკივარს, რომ სტადიონზე შემოსვლისას ისარგებლოს ბილეთზე მითითებული კონკრეტული კარით.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი", წყალტუბო, საქართველო)


დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი", დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე", ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა", ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო", ბათუმი, საქართველო)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი", სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი", სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)


უეფას ერთა ლიგის მატჩების განრიგი

 23 სექტემბერი -  20:00

საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია

26 სექტემბერი - 22:45

გიბრალტარი - საქართველო