გამოძახებულები, არეალში მყოფნი და სადებიუტო გოლი
გამოძახებულები, არეალში მყოფნი და სადებიუტო გოლი
19.09.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ვიდრე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მთელი ძალით ერთა ლიგის თამაშებისთვის დაიწყებს მზადებას, გვინდა კიდევ ერთხელ გადავხედოთ წინა სანაკრებო კვირაში, რომელმა ლეგიონერმა როგორ წარმოაჩინა თავი საკლუბო ჩემპიონატებში.


თუმცა, ალბათ დავიწყებთ, ოთარ კიტეიშვილით, რომელიც ამ ჯერზე ნაკრებში არაა გამოძახებული. ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ, ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას. სწორედ ამ ტრავმით გამოწვეული იძულებითი შესვენების გამო, კიტეს მინდორზე გამოჩენა, ქართველი გულშემატკიბრისტის სასიხარულოა. გრაცის „შტურმის" მასიურით, მან გასულ კვირას, ევროპა ლიგაზე „ფეიენოორდის" წინააღმდეგ ითამაშა. ქართველი შეცვლაზე შევიდა, მისი გუნდი კი, დიდი ანგარიშით დამარცხდა. ავსტრიის, ბუნდესლიგის ბოლო ტურში კი, მისმა გუნდმა „ლუშტენაუ" დაამარცხა. აქ „კიტე" მინდორზე 85-ე წუთზე შევიდა.


კიდევ ერთმა ლეგიონერმა, გიორგი ბერიძემ, რომელიც ამჯერად ვილი სანიოლის რჩეულებში არ არის, თურქეთის სუპერლოგაში მორიგი გოლი გაიტანა, ქართველმა ამჯერად „სივასფორის" კარი აიღო. მისმა „ანქარაგიუჯუმ" კი, „სივასფორი" 2-1 დაამარცხა.


სადებიუტო გოლი გაიტანა სადეიუტო მატჩში, ზურიკო დავითაშვილმა ფრანგულ ლიგა 2-ში. „ბორდომ" „დიჟონის" დამარცხება, სწორედ ზურიკოს გოლით მოახერხა.


გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც დღეს, თბილისში, სასტუმრო „სტამბაში", გაზეთ სარბიელის ვერსიით, 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესოს ტიტული ერგო, ესპანურ ლალიგაში, „სელტა" დაამარცხა 3-0. „ვალენსიას" რიგებში, „მამარდა", ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა ამ მატჩში კარი მშრალად შეინახა, კლუბთან კი, კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.


და ბოლოს, ხვიჩა, რომელსაც ქართველი ქომაგი, 23 სექტემბერს, „დინამო არენაზე" განსაკუთღებულად ელის. კვარაცხელიას „ნაპოლიმ" ამ ჯერზე, გასვლაზე, მილანში ითამაშა და 1-2 დაამარცხა.  ქართველმა, სან სიროზე 87 წუთი გაატარა. მართალია, გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ 11-მეტრიანი გამოიმუშავა. „ნახევარ" „მილანს" ყვითლები აჰკიდა და რაც მთავარია, თავი დაამახსოვრა.


შეგახსენებთ, რომ თბილისში, 23 სექტემბერს უეფა-ს ერთა ლიგის მატჩი, „დინამო არენაზე", ჩრდ. მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ, 20:00 საათზე დაიწყება. ქართველი ლეგიონერები უკვე ყველა თბილისში არიან და ხვალ, გუნდთან ერთადაც ივარჯიშებენ. თამაშზე დასასწრები ბილეთები, მატჩამდე 5 დღით ადრე გაყიდულია.